პრესრელიზი
17 ოქტომბერი, 2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
info@projectartbeat.com
mariam@projectartbeat.com
საქართველოში თანმედროვე ხელოვნების პირველი ონლაინ პლატფორმა გაიხსნება
Moving Gallery by Project ArtBeat დედა ენის ბაღი, თბილისი, საქართველო
17 ოქტომბერი, პარასკევი, 20.00
ინოვაციური წამოწყება თანამედროვე ხელოვნების სფეროში Project ArtBeat ქართულ და საერთაშორისო აუდიტორიას ონლაინ პლათფორმას projectartbeat.com და მოძრავ გალერეას წარუდგენს.
Moving Gallery არის Project ArtBeat-ის ერთ-ერთი საპრეზენტაციო სივრცე, რომელშიც წელიწადში რამდენჯერმე გამოიფინება სახელოვნებო პროექტები.
ამჯერად პროექტის დამფუძნებლები თბილისში, დედა ენის ბაღში წარადგენენ საკუთარი საქმიანობის და ვებ გვერდის პრეზენტაციას.
ვებ გვერდის მეშვეობით საერთაშორისო აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება დაათვალიერონ და შეიძინონ ქართველი თანამედროვე არტისტების ნამუშევრები.
ცნობილ ქართველ არტისტებს შორის ვინც Project ArtBeat თან თანამშრომლობენ არიან, ვახო ბუღაძე, ბესო უზნაძე, მაია სუმბაძე, სულ 50 მდე ქართველი არტისტი.
"Project ArtBeat-ის გუნდი ხელოვანებთან და არტ-პროფესიონალებთან ერთად გეგმავს სხვადასხვა სახის პროექტებს, რომელთა ფარგლებშიც მოხდება ქართული და კავკასიური თანამედროვე ხელოვნების წარდგენა როგორც ლოკალური, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის. აქტივობები დაგეგმილია საქართველოს ცენტრალურ ქალაქებში და რეგიონებში. პროექტის მიერ შერჩეული არტისტები, გარდა მოძრავი გალერეის და ყველასათვის ხელმისაწვდომი ონლაინ სივრცისა, სხვადასხვა ბიენალეებზე და ხელოვნების ბაზრობებზე წარსდგებიან საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე და დაიმკვიდრებენ ადგილს გლობალურ არტ სივრცეში. " განაცხადა პროექტის თანადაფუძნებელმა ნათია ბუკიამ.