ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საქართველოში პირველად მზის ენერგიაზე მომუშავე საბაზო სადგური დაიდგა
23/06/2010



პრესრელიზი

23 ივნისი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის


საკონტაქტო პირი:
თეონა ბაღდავაძეს
897 97 03 53
TEONABAGDAVADZE@GMAIL.COM

საქართველოში   პირველად  მზის ენერგიაზე მომუშავე საბაზო სადგური დაიდგა

[PUBLICITY.GE] თბილისი, 23 ივნისი,-  საქართველოში ყველაზე დინამიურად მზარდი მობილური ოპერატორი ბილაინმა  საბაზო სადგურის ასამუშავებლად მზის ენერგიაზე მომუშავე ელემენტი გამოიყენა.

საბაზო სადგური მდებარეობს მცხეთა-თიანეთის რაიონში, თბილისი-გუდაურის ავტომაგისტრალთან ახლოს.

მზის ელემენტი , ენერგიას მზის სხივით იღებს და შესაბამისად მისი ექსპლუატაციაში მიღებით , გარემოს დაბინძურება არ ხდება.

მზის ენერგიაზე მომუშავე სადგურს 24 მაისს 10.30-ზე  ჟურნალისტებთან და ბილაინის გენერალურ დირექტორთან ერთად, გარემოს და ბუნებრივი რესურსებიზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცების  წარმომადგენლებიც მოინახულებენ.

მზის ელემენტების სანახავად ჟურნალისტებს  მათთვის გამოყოფილი ავტობუსი მოემსხურება, რომელიც ბილაინის სათაო ოფისიდან ( გორგასლის 6)  10.00-ზე გავა.

იმ ეპოქაში, როდესაც  მუდმივად ხდება  ალტერნატიული ენერგო წყაროების ძიების  და გარემოს დაბინძურების პრევენცია, ბილაინმა  გადაწყვიტა მზის ენერგიის გამოყენება, თავისის საქმიანობისათვის.  იმედი გვაქვს , რომ ამ გონივრულ გადაწყვეტილებას გაგრძელება ექნება  და ჩვენი კომპანია კვლავ გამოიყენებს  მზის ენერგიის  გარემოს საკეთილდღეოდ." განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ანდრეი პიატახინმა.

###

"ვიმპელკომის" კომპანიების ჯგუფში შედის კავშირგაბმულობის ოპერატორები, რომლებიც მომსახურებას უწევენ ხმოვან კავშირსა და მონაცემების გადაცემას უსადენო და ფიქსირებული კავშირის ტექნოლოგიების ფართო სპექტრის საფუძველზე და ასევე უზრუნველყოფენ ინტერნეტში ფართოსპექტრიან ხელმისაწვდომობას. "ვიმპელკომის"  ჯგუფში შედიან კომპანიები, რომლებიც ახორციელებენ ოპერაციებს რუსეთში, ყაზახეთში, უკრაინაში, ტაჯიკეთში, უზბეკეთში, საქართველოსა და სომხეთში, ასევე ვიეტნამსა და კამბოჯაში. "ვიმპელკომის" კომპანიების ჯგუფის ლიცენზიები მოიცავს ტერიტორიას მოსახლეობის საერთო რაოდენობით 340 მლნ ადამიანი. მომსახურების გაწევა ხორციელდება "ბილაინის" ბრენდით.

 

წაკითხულია: 3457