ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საქართველოში პირველად პროფესიული გამოცდილების გაზიარება ახალი მეთოდიკით „Open Space Technologies” პიარ კლუბში ჩატარდება
25/04/2012
პრესრელიზი

25 აპრილი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
თეა გოცაძე
პიარ კლუბის წარმომადგენელი
ტელ: (577) 477761

საქართველოში პირველად პროფესიული გამოცდილების გაზიარება ახალი მეთოდიკით „Open Space Technologies” პიარ კლუბში ჩატარდება

[PUBLICITY.GE] თბილისი, 25 აპრილი, 2012 - დღეს, „პიარ კლუბის“ მორიგი შეკრება პროფესიული გამოცდილების გაზიარებას დაეთმობა. „Open Space Technologies” -ასე ეწოდება ორიგინალურ მეთოდიკას, რომელიც ერთი პროფესიის პრაქტიკოსთა შეკრებას და გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს. აღნიშნულ მეთოდიკას მსოფლიოს სხვა ქვეყნებში რამოდენიმე ათწლეულია წარმატებით იყენებენ სხვადასხვა კომპანიები თუ პროფესიული გაერთიანებები. 

საზოგადოებასთან ურთიერთობის პროფესია საქართველოში ახალი დარგია, პირველი ნაბიჯი მისი განვითარებისთვის პროფესიაში არსებული პრობლემების განხილვაა. ახალი მეთოდიკით პიარ პრაქტიკოსები შეძლებენ პრობლემატური საკითხების ირგვლივ არა ისაუბრონ, არამედ წერილობით ჩამოაყალიბონ თავიანთი აზრი და ისე გაუზიარონ კოლეგებს. 

თორნიკე გურული - პიარ კლუბის საბჭოს წევრი, შეხვედრის ფასილიტატორი:„პიარ კლუბის მთავარი მიზანი სფეროს განვითარებაზე ზრუნვაა, ამისთვის გავესაუბრეთ ამ სფეროში მოღვაწე  სფეციალისტებს და გამოვიკითხეთ მათი პრობლემური საკითხები. დარგში არსებული პრობლემების გადასაწყვეტად კი ორიგინალური შეხვედრა დავგეგმეთ. აღნიშნული მეთოდით გამოცდილების გაზიარება და პრობლემური საკითხების განხილვა საქართველოში პირველად ჩატარდება. შეხვედრის შედეგი იქნება მნიშვნელოვანი დოკუმენტი ყველა პიარ პრაქტიკოსისთვის.”

შეხვედრაში მონაწილეობას, წევრების პირველ ათეულთან ერთად, კლუბის კომიტეტების წარმომადგენლები მიიღებენ. შეხვედრა  19:30 სთ-ზე, მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრ „მუზაში“ გაიმართება.

წაკითხულია: 2380