ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საქართველოში ყველაზე დაბალპროცენტიანი იპოთეკური სესხები საქართველოს ბანკისგან
10/05/2013
 

პრესრელიზი

10 მაისი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
ხათუნა კაკაბაძე
მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი
საქართველოს ბანკი
(8 32) 2 444 444 *3252
(5 99) 206 246
khkakabadze@bog.ge

საქართველოში ყველაზე დაბალპროცენტიანი იპოთეკური სესხები

 საქართველოს ბანკისგან

 საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, დღეს განაცხადა, საქართველოში ყველაზე დაბალპროცენტიანი იპოთეკური სესხის შეთავაზების შესახებ. ყველა, ვინც 15 ივლისამდე დაპროტირდება ან ისარგებლებს იპოთეკური სესხით საქართველოს ბანკში, მიიღებს ყველაზე დაბალ ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს, 9.99%-იდან, ყველანაირი დამატებითი ხარჯის გარეშე. ამასთან, ხსენებული იპოთეკური სესხი გაიცემა გრძელი ვადით, ეროვნულ ვალუტაში, რაც იცავს მომხმარებელს სავალუტო რისკისგან.  საქართველოს ბანკი მომხმარებელს ასევე შესთავაზებს  სესხის დაფარვის მოქნილ პირობებს.

აღსანიშნავია, რომ მომხმარებელს შეუძლია ისედაც დაბალი საპროცენტო განაკვეთის კიდევ უფრო შემცირება - იპოთეკური სესხები ლარში 9,99%-იდან მიბმულია საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთზე, რომელიც ცვალებადია  და ყოველთვიურად დგინდება. ბოლო წლების განამავლობაში რეფინანსირების განაკვეთი ხასიათდება კლებადი ტენდენციით. შესაბამისად, ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის შემცირების შედეგად, ავტომატურად შემცირდება საქართველოს ბანკის იპოთეკური სესხის მომხმარებლის საპროცენტო განაკვეთი და შესაძლოა 9.99%-ზე ნაკლებიც გახდეს.  ეროვნული ბანკის საპროცენტო განაკვეთების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია  ვებგვერდზე:
http://nbg.gov.ge/index.php?m=555

საქართველოს
ბანკი მომხმარებელს საშუალებას აძლევს კიდევ უფრო შეამციროს იპოთეკური სესხის პროცენტი და სთავაზობს უნიკალურ Offset (ოფსეტ) ფუნქციას, რომლის გამოყენებითაც იპოთეკური სესხის პროცენტის შემცირება მაქსიმუმ 4-ჯერაა შესაძლებელი. მაგალითისთვის, თუ  მომხმარებელს, პირობითად, აქვს 20,000 ლარის ოდენობის იპოთეკური სესხი და გამოუჩნდა თავისუფალი თანხა 5,000 ლარის ოდენობით, რომელსაც დადებს Offset-ის ანგარიშზე, სესხის პროცენტი დაერიცხება მხოლოდ 15,000 ლარს, ნაცვლად 20,000-სა. გარდა იმისა, რომ მომხმარებელი შეამცირებს იპოთეკურ სესხზე გადასახდელ პროცენტს, მას ექნება თავისუფალი თანხა Offset ანგარიშზე, რომელსაც ნებისმიერ დროს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გამოიყენებს.

საქართველოს ბანკის ყველაზე დაბალი ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მქონე იპოთეკური სესხით, სარგებლობა შეუძლია საქართველოში მცხოვრებ ყველა ფიზიკურ პირს, ვისი ყოველთვიური შემოსავალიც თვეში 750 ლარს და მეტს შეადგენს და სურს საცხოვრებელი ბინის, მიწის ნაკვეთის, აგარაკის, საოფისე ფართის, ასევე ავეჯის შეძენა, ბინისა თუ სახლის მშენებლობა. მნიშვნელოვანია, რომ სესხის გაიცემა ლარში და სესხის ვადა მაქსიმუმ 15 წელია.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ:
http://www.999.ge/

წაკითხულია: 4306