ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საქართველოში ჩამოსხმული “პეპსი” 100 პროცენტით შეესაბამება “ოქროს პეპსის” მახასიათებლებს
26/03/2007

 

  

პ რ ე ს რ ე ლ ი ზ ი

26 მარტი, 2007
დაუყოვნებელი გავრცელებისთვის

საკონტაქტო ორგანიზაცია: საკონსულტაციო ჯგუფი „ჯეპრა“
ტელ: 995452; 988344
ელ.ფოსტა:
info@gepra.ge 
ვებ.გვერდი:
www.gepra.ge    

საქართველოში ჩამოსხმული “პეპსი” 100 პროცენტით შეესაბამება “ოქროს პეპსის” მახასიათებლებს

[PUBLICITY.GE] თბილისი, 26 მარტი, 2007 - 2007 წლის დასაწყისში, საქართველოში ჩამოსხმულმა “პეპსიმ” საერთაშორისო სტანდარტების შემოწმების დროს უმაღლესი შედეგები და ე.წ. ოქროს პეპსისთან 100 პროცენტიანი შესაბამისობა აჩვენა.

“პეპსის” ხარისხის კონტროლი უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ხორციელდება, მათ შორის საქართველოშიც. კომპანიის სათაო ოფისი მისი ფილიალების ყოველ ნაბიჯს აკონტროლებს. მათ ურიგდებათ “პეპსის” სპეციალური სახელმძღვანელოები, სადაც დეტალურადაა აღწერილი და მოცემულია მკაცრი ინსტრუქციები წარმოების, შემოწმებისა და დისტრიბუციისა თითოეული ეტაპის შესახებ. ამასთან, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შემთხვევითი წესით აღებული “პეპსიკოს” გამაგრილებელი სასმელების ნიმუშები, რომლებსაც კომპანიის სათაო ოფისის წარმომადგენლები აგროვებენ, ყოველთვიურად იგზავნება ირლანდიაში, ქალაქ კორკში, სადაც, სპეციალური კოდის მინიჭების შემდეგ, ხდება მათი დეტალური შემოწმება სამი ძირითადი პარამეტრის – ფიზიკური, მიკრობიოლოგიური და სენსორული (გემო) – მიხედვით. შემოწმების შემდეგ მიღებული შედეგები კვარტალში ერთხელ მწარმოებელ კომპანიებს გადაეგზავნებათ.

“პეპსი” ხარისხზე ორიენტირებული კომპანიაა, სადაც მიაჩნიათ, რომ თუ პროდუქტი ხარისხიანია, მის გაყიდვას ყოველთვის შეძლებენ, რადგან მომხმარებელი, პირველ რიგში, სწორედ მაღალ ხარისხს აღიარებს. აქედან გამომდინარე, კომპანიის პრიორიტეტად ყოველთვის იყო და დარჩება კლიენტის კმაყოფილება, რასაც ეს საერთაშორისო კომპანია ხარისხის უმაღლესი სტანდარტების დანერგვითა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც, მათი მუდმივი კონტროლით აღწევს.

“პეპსიკოს” სხვადასხვა გამაგრილებელი სასმელების წარმოებას, მათ დისტრიბუციას საქართველოსა და სომხეთში, კომპანია “იბერია რეფრეშმენტი” უზრუნველყოფს. კომპანია უშუალოდ `”ეპსიკოს” სასმელების წარმოებასა და გავრცელების მიზნით, ქართული ჰოლდინგის, “იბერია ჯგუფის” მიერ 2002 წელს დაფუძნდა.

### 

წაკითხულია: 8156