ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
26/11/2026
საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასი“ იწყებს საშობაო კამპანიას „შობა ყველასთვის“

საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასი" 20 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით განახორციელებს საშობაო კამპანიას „შობა ყველასთვის", რომლის მიზანია ორგანიზაციის პროექტების მონაწილე პირებისთვის სადღესასწაულო განწყობის შექმნა და მათი მხარდაჭერა კონკრეტული დახმარების გზით. კამპანიის ფარგლებში, თბილისში, დასავლეთ და სამხრეთ საქართველოში ოთხი კვირის განმავლობაში სხვადასხვა საქველმოქმედო და სადღესასწაულო აქტივობა გაიმართება.

შობა სიხარულის, გაზიარებისა და ერთმანეთზე ზრუნვის დროა, თუმცა ყველა ადამიანს არ აქვს შესაძლებლობა, ეს დღეები საზეიმო გარემოში გაატაროს. სწორედ ამიტომ, კამპანია „შობა ყველასთვის" მიზნად ისახავს საზოგადოების გაერთიანებასა და იმ ადამიანების მხარდაჭერას, რომლებსაც სადღესასწაულო დღეებში განსაკუთრებული ყურადღება და თანადგომა სჭირდებათ.


კამპანიის პირველი ღონისძიება 28 ნოემბერს, 14:00 დან 19:00 სთ-მდე, თბილისში, მზიურის პარკში გაიმართება. სათამაშოებისა და ტკბილეულის შეგროვების აქციის ფარგლებში მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, საჩუქრები გადასცენ ბენეფიციარ ბავშვებსა და ხანდაზმულებს და საკუთარი წვლილი შეიტანონ მათთვის საახალწლო განწყობის შექმნაში.


5 დეკემბერს, კამპანიის ფარგლებში, დაგეგმილია გასართობი ღონისძიებები ბენეფიციარი ბავშვებისთვის როგორც თბილისში, ისე დასავლეთ და სამხრეთ საქართველოში.


11 დეკემბერს, 16:00 სთ-ზე, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში"
ზრდასრული ბენეფიციარებისთვის გაიმართება საქველმოქმედო ვახშამი.
ხოლო 19 დეკემბერს, კამპანია დასკვნითი ღონისძიებით დასრულდება.


 


 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:


• ინგა ჩხეიძე, საქართველოს კარიტასის კომუნიკაციისა და ფონდების მოძიების მენეჯერი, მობ: +995 595 332 420, ელ-ფოსტა: inga.chkheidze@caritas.ge


• მანანა ყუბანეიშვილი, საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის მედიასთან ურთიერთობის კონსულტანტი, მობ: +995 599 43 10 77, ელ-ფოსტა: manana.kubaneishvili@gmail.com

ორგანიზაციის შესახებ

ძირითად აქტივობებთან ერთად, კამპანიის მთელი პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება ბიზნესსექტორთან თანამშრომლობა და ახალი პარტნიორული ურთიერთობების დამყარება. სოციალური მედიისა და ციფრული პლატფორმების საშუალებით განხორციელდება დონაციის კამპანიაც, რომელიც საზოგადოებას შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი წვლილი შეიტანოს ინიციატივის განხორციელებასა და საქართველოს კარიტასის ბენეფიციარების მხარდაჭერაში.

წაკითხულია: 55