პრესრელიზი
19 აგვისტო, 2008
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
TBC ბანკი
ტელ: (+995 32) 27 27 27
ვებ-გვერდი: www.tbcbank.ge
საქველმოქმედო ფონდი “ბიზნესმენები დაზარალებულთა მხარდასაჭერად”
[PUBLICITY.GE] თბილისი, 2008 წლის 19 აგვისტო - კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა დახმარების მიზნით, თიბისი ბანკმა შექმნა საქველმოქმედო ფონდი “ბიზნესმენები დაზარალებულთა მხარდასაჭერად”, რომელშიც თიბისი ბანკმა 5 მილიონი ლარი შეიტანა. ბანკის ამ ინიციატივას საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ მოქმედი ბევრი კომპანია, საერთაშორისო ორგანიზაცია და კერძო პირი გამოეხმაურა, რომლებიც ასევე გამოყოფენ თავის ფინანსურ რესურსებს დაზარალებულთა დასახმარებლად.
ფონდის მიერ დაფინანსდება დახმარების პროგრამები, რომელთა ადმინისტრირებას მოახდენენ პარტნიორი არასამთავრობო ჰუმანიტარული ორგანიზაცები.
თიბისი ბანკში უკვე გახსნილია ფონდის “ბიზნესმენები დაზარალებულთა მხარდასაჭერად” საბანკო ანგარიშები სხვადასხვა ვალუტაში: აშშ დოლარი, ლარი, ევრო .
###