პრესრელიზი
15 მარტი, 2013
საკონტაქტო პირი: |
საცხოვრებელი კომპლექსი „m2 იპოდრომთან": ასაშენებელი 9 კორპუსიდან 7 კორპუსის კარკასი აშენებული და გადახურულია
თბილისი, 15 მარტი, 2013 - დღეს, დეველოპერულმა კომპანია „m2 უძრავი ქონება" გამართა მედია ტური და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ჟურნალისტებს, საცხოვრებელი კომპლექსის „m2 იპოდრომთან" მშენებლობის პროგრესის შესახებ. პროექტი „m2 იპოდრომთან", რომლის მშენებლობაც 2012 წლის აპრილში დაიწყო, დაფინანსებულია ჰოლანდიის განვითარების ბანკის (FMO) მიერ. ჰოლანდიის განვითარების ბანკმა (FMO) საცხოვრებელი კომპლექსისთვის 20 მილიონი აშშ დოლარი გამოყო. მშენებლობა მაღალი ტემპებით მიმდინარეობს და დღეისთვის, 9 კორპუსიდან 7 კორპუსის კარკასი უკვე აშენებული და გადახურულია, დანარჩენი ორი კორპუსის მშენებლობა და გადახურვა, მაისის ბოლოს დასრულდება. კომპლექსის დასრულება (ბინების რემონტების ჩათვლით) დაგეგმილია მომავალი წლის სექტემბრისთვის.
აღსანიშნავია, რომ ჰოლანდიის განვითარების ბანკის მოთხოვნით მშენებლობის მონიტორინგს ახორციელებს ამერიკული სამშენებლო-საინჟინრო კომპანია „აეკომი" (http://www.aecom.com/), რაც განაპირობებს მშენებლობის მიმდინარეობას ხარისხის მკაცრი კონტროლის ქვეშ. კომპლექსის მშენებლობის და რემონტისთვის, გამოიყენება მხოლოდ მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები.
ასევე, აღსანიშნავია „m2 იპოდრომზე" ბინების გაყიდვის ტემპი - ამ დროისთვის, კომპლექსში ბინების ნახევარი უკვე გაყიდულია. „m2 ოპოდრომზე" ბინის შეძენის მსურველებისთვის, მოქმედებს შიდა განვადება. შიდა განვადებით სარგებლობის შეთხვევაში, მინიმალური თანამონაწილეობა შეადგენს ბინის ღირებულების 35%-ს. განვადების ვადა 2014 წლის სექტემბრამდე, ანუ მშენებლობის დასრულებამდე გრძელდება; შესაბამისად, ბინის მფლობელი სრულ თნხას მხოლოდ კომპლექსის დასრულებისას იხდის, უზრუნველყოფას კი მხოლოდ შესაძენი უძრავი ქონება შეადგენს.
საცხოვრებელი კომპლექსი „m2 იპოდრომზე", შენდება თამარაშვილის ქ. N 13-ში, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიასთან. ბინები ბარდება დასრულებული რემონტით. რემონტის შესრულებისას ხდება ბინის მფლობელის გემოვნების გათვალისწინება.