ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
23/05/2022
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 100 ათასზე მეტ ფერმერს აგროქულები უკვე დაერიცხა

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მიმდინარე წლის 10 მაისიდან, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა” ამოქმედდა.  პროგრამის  ბიუჯეტი  35 მლნ  ლარია.


 პროგრამის ფარგლებში, აგროქულები 100 ათასზე მეტ ფერმერს უკვე დაერიცხა. 1,200-ზე მეტმა ფერმერმა აგრობარათი უკვე გააქტიურა, მათგან 340-მა კი, სახელმწიფოს დახმარება უკვე გამოიყენა და სპეციალიზებულ მაღაზიებში აგროქულები გაანაღდა.


პროგრამის ბენეფიციარებისთვის აგრობარათებზე თანხის დარიცხვა ეტაპობრივად ხორციელდება. აგრობარათებზე დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადა 2022 წლის 30 ნოემბერია.

პროგრამის ფარგლებში, სუბსიდიას მიიღებენ 0.25 ჰა-დან - 1.25 ჰა-ს ჩათვლით მიწის მესაკუთრეები/თანამესაკუთრეები, 1 ჰა-ზე 300 ლარის გაანგარიშებით. პროგრამით 300 ათასზე მეტი მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს. აგროქულების განაღდება, ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით, 300-ზე მეტ სპეციალიზებულ მაღაზიაშია შესაძლებელი. პროგრამის ბენეფიციარ ფერმერებს, ეტაპობრივად, 500-ზე მეტი სავაჭრო ობიექტი მოემსახურება.



ფერმერთა საყურადღებოდ!


აგრობარათის გასააქტიურებლად ან ახალი ბარათის ასაღებად, ბანკში ვიზიტამდე, გადაამოწმეთ ინფორმაცია თქვენს ბარათზე ქულების დარიცხვის შესახებ ლიბერთი ბანკის ვებგვერდზე https://myliberty.ge/?id=agro და მხოლოდ ამის შემდეგ ეწვიეთ ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ფილიალს.


პროგრამაში მონაწილეობისა და დარიცხული ქულების შესახებ ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზისა (1501) და ლიბერთი ბანკის ცხელი ხაზის (2 55 55 00) მეშვეობით.


 


 

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 479