საჯარო ლექცია თემაზე: ვის არ სურს ქალი პოლიტიკაში: პოლიტიკურ პარტიებს თუ ამომრჩევლებს
პრესრელიზი
10 აპრილი,2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
ბაია პატარაია
ტელ:577 111817
საჯარო ლექცია თემაზე: ვის არ სურს ქალი პოლიტიკაში: პოლიტიკურ პარტიებს თუ ამომრჩევლებს
11 აპრილს, 18.00 საათზე, ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის ორგანიზებით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის აუდიტორიაში ექსპერტი გენდერულ საკითხებში თამარ ბაგრატია გამართავს საჯარო ლექციას თემაზე: "ვის არ სურს ქალი პოლიტიკაში:პოლიტიკურ პარტიებს თუ ამომრჩეველს?"
საქართველოში ქალები მოსახლეობის 53%-ს შეადგენენ, ისინი მხოლოდ 11%-ით არიან წარმოდგენილნი საქართველოს პარლამენტში და მხოლოდ 10.5%-ს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში. რატომ არ არიან ქალები პოლიტიკაში? რა არის ხელისშემშლელი ფაქტორები? ვის არ სურს ქალი პოლიტიკაში: პოლიტიკურ პარტიებს თუ ამომრჩევლებს?
ექსპერტი ისაუბრებს გენდერულად "ბრმა"პარტიებში შიდა დემოკრატიის განვითარების კუთხით ქალთა დაწინაურების პრობლემებზე, მამაკაცის მიერ დომინირებული "ისტებლიშმენტის" ქცევაზე. შეხვედრაზე ასევე საუბარი იქნება ქალთა მონაწილეობის კუთხით 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოსალოდნელ შედეგებზე.