ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
სემინარი თემაზე - პოლიტიკა და კანონმდებლობა
14/05/2012

პრეს-რელიზი

14 მაისი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
ნინო თევზაძე
CENN - კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი
ტ +99532 75 19 03/04
ფ +99532 75 19 05
info@cenn.org

სემინარი თემაზე - პოლიტიკა და კანონმდებლობა

ჰაერის ხარისხის მართვა ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტის აღმოსავლეთ რეგიონის ქვეყნებში პროექტის ფარგლებში

.. 15-16 მაისს სასტუმრო Holiday Inn-ში გაიმართება სემინარი თემაზე: პოლიტიკა და კანონმდებლობა, რომელსაც დაესწრებიან საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდავეთის, ბელორუსიის, უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის გარემოს დაცვის სამინისტროების, საქართველოს ევროკავშირისა და ევროკავშირის ბრიუსელის ოფისის წარმომადგენლები.

აღნიშნული სემინარი ხორციელდება პროექტის ჰაერის ხარისხის მართვა ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტის აღმოსავლეთ რეგიონის ქვეყნებში  ფარგლებში.

პროექტი ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება ორგანიზაციების კონსორციუმის მიერ MWH-ის ლიდერობით, შვიდ პარტნიორ ქვეყანაში: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდავეთი, ბელორუსია, უკრაინა და რუსეთის ფედერაცია.

საქართველოში პროექტს CENN გარემოს დაცვის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს.

პროექტის მიზანია დაეხმაროს ქვეყნებს:

  • ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებასა და დაბინძურების ინტეგრირებულ პრევენციასა და კონტროლთან დაკავშირებული კანონმდებლობის და რეგულაციების შესრულებაში;
  • საერთაშორისო მოთხოვნების შესრულებაში, პარტნიორი ქვეყნების ჰაერის ხარისხის ჩარჩო მოთხოვნების შესრულებაში, პარტნიორი ქვეყნების ჰაერის ხარისხის ჩარჩო მოთხოვნებთან დაკავშირებული ევროპული პოლიტიკის, მიდგომებისა და კანონმდებლობის ჰარმონიზაციაში;
  • გააუმჯობესონ გარემოსდავითი ცნობიერება

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ორგანიზაციების კონსორციუმის მიერ MWH-ის ლიდერობით.

წაკითხულია: 2384