ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
სემინარი თემაზე "სხვადასხვა ერებსა და რელიგიებს შორის ტოლერანტობა და დიალოგი"
01/07/2010

პრესრელიზი

1 ივლისი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის


საკონტაქტო პირი:
ქეთევან ლომაია
+99599508355
ketilomaia76@yahoo.com

სემინარი ”სხვადასხვა ერებსა და რელიგიებს შორის ტოლერანტობა და დიალოგი”

[Publicity.ge] თბილისი, 1 ივლისი, 2010- 1 ივლისიდან 5 ივლისის ჩათვლით, ბაკურიანში "ევრო-აზიური ებრაული კონგრესისა" და ”უკრაინის ეროვნულ უმცირესობათა კონგრესის" პატრონაჟით "სხვადასხვა ერებსა და რელიგიებს შორის ტოლერანტობა და დიალოგის" თემაზე სემინარი მიმდინარეობს.

აღნიშნული პროექტი წარმატებით ხორცილედება ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნებში.

საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების გარდა სემინარში მონაწილეობას იღებენ სომხეთიდან ჩამოსული სტუმრები.

”იმის გათვალისწინებით, რომ თქვენს რეგიონში ახლო წარსულის მანძილზე უამრავი პრობლემა იყო, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია მსგავსი ტიპის მეთოდოლოგია კავკასიაში დავნერგოთ. აღნიშნული ფორმატის პილოტიკური პროგრამები უკრაინაში, მოლდოვასა და ბელორუსიაში წარმატებით განხორციელდა, ვიმედოვნებთ, რომ კავკაიაშიც ასეთვე შედეგი გვექნება'- განაცხადა  "ევრო-აზიური ებრაული კონგრესის" გენერალური საბჭოს თავმჯდომარემ  და სემინარის ორგანიზატორმა, იოსებ ზისელსმა.

"ევრო-აზიური ებრაული კონგრესი"  2002 წელს შეიქმნა და იგი ახალი ზელანდიიდან პოლონეთამდე 25 ქვეყანას აერთიანებს. კონგრესში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები ეთნიკური ებრაელები არიან გაწევრიანებული და ძირითადად საქველმოქმედო საქმიანობას ეწევიან. კონგრესის  პრეზიდენტი ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, მეწარმე და მეცენატი ალექსანდრე მაშკევიჩია. "ევრო-აზიური ებრაული კონგრესის" ინიციატივით ევროპისა და აზიის მასშტაბით ბევრი საქველმოქმედო აქცია განხორციელდა. ორგანიზაციის ერთ-ერთი პრიორიტეტული  პროგრამა სწორედ ერებსა და რელიგიებს შორის ტოლეტანტული დამოკიდებულების გაღვივება და გამყარებაა.

კონგრესისა და უშუალოდ ალექსანდრე მაშკევიჩის ინიციატივით ევრაზიის მასშტაბით აშენდა და აღდგა უამრავი სინაგოგა, ეკლესია და მეჩეთი. თბილისის აშკენაზურ სინაგოგის რეკონსტრუქცია კონგრესმა  1 წლის წინ დაასრულა და დღეს ის უკვე ფუნქციონირებს.

კავკასიის მასშტაბით კონგრესის ინიციატივით საშუალო სკოლების პედაგოგთათვის რეგულარულად ტარდება ტრენინგები ტოლერანტობისა და ხალაკოსტის თემაზე.

ყოველწლიურად  "ევრო-აზიური ებრაული კონგრესი" ევროპის მასშტაბით 'ტოლერანტობის ბანაკებს' აწყობს სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიური აღმსარებლობის  მოზარდებისა და სტუდენტებისათვის, სადაც გართობისა და დასვენების გარდა მოწვეული მასწავლებლების მეშვეობით ახალგარდები დაწვრილებით ეცნობიან იმ უარყოფით შედეგებს რაც რელიგიურმა და ეთნიკურმა დაპირისპირებებმა კაცობრიობას მოუტანა.

”ჩვენი იდეოლოგიაა სხვადასხვა ერებსა და რელიგიებს შორის ტოლერანტობა და დიალოგი. ამ დრომდე ამ პროექტში მხოლოდ სამი ქვეყანა - უკრაინა, მოლდოვა და ბელორუსია მონაწილეობდნენ. ამ ქვეყნების ერებს შორის ურთიერთობების გაღრმავებისა და დიალოგის ფარგლებში როგორც კონფესიებს, ისე ეთნოსებს შორის  სხვადასხვა ღონისძიებები განვახორციელეთ. ღონისძიებები ჩვენი ორგანიზაციის ეგიდით მოქმედ ბანაკებში ხორციელდებოდა, სადაც ერთმანეთს 15 სხვადასხვა ერის წარმომადგენლები ხვდებოდნენ. არსებობს ასევე კლუბები, რომლებიც ბელორუსიაში, მოლდოვაში და უკრაინაში მოქმედებენ. ერებსა და კონფესიებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება აუცილებელია თანამედროვე მსოფლიოსთვის, სადაც ტერორიზმი, შუღლი და სიძულვილი მძვინვარებს. ყირგიზეთში მომხდარი მოვლენები ამის საუკეთესო მაგალითია და კიდევ ერთი დასტური ჩვენი საქმიანობის აუცილებლობის. ამასთან, ჩვენ არ გვსურს, ეს პროგრამები მხოლოდ საზოგადოების დონეზეც ხორციელდებოდეს. მიგვაჩნია, რომ მეტი ეფექტურობისთვის აცილებელია საქმეში  თავად სახელმწიფოების მმართველობის ჩართვა. ამდენად, ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, ტოლერანტობის პოლიტიკით ხელისუფლებები დავაინტერესოთ", - განმარტა ზისელსმა.

ბაკურიანში მიმდინარე სემინარი მიზნად ისახავს იმ ადამიანების შერჩევას და სწავლებას, რომლებიც შემდგომში მსგავსი ტიპის სემინარებსა და სწავლებებს კავკასიის
მასშტაბით ჩაატარებენ. 

წაკითხულია: 2756