პრესრელიზი
9 ივნისი, 2008
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი: გიორგი სელიმაშვილი
იურიდიული დახმარების სამსახურის
საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი
ტელ: 75 82 79
მობ: 899 42 77 37
ელ-ფოსტა: gselimashvili@legalaid.ge
ვებგვერდი: http://www.legalaid.ge/
სემინარი რეგიონული მედიის წარმომადგენლებისათვის
[PUBLICITY.GE]თბილისი, 9 ივნისი, 2008 - იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და იუსტიციის სამინისტროს იურიდიული დახმარების სამსახურის ორგანიზებით, 7-8 ივნისს ბაკურიანში რეგიონული მედიის წარმომადგენლებისათვის გაიმართა ორდღიანი სემინარი თემაზე „დაცვის უფლების უზრუნველყოფა საქართველოში".
ჟურნალისტები და მედია-მენეჯერები გაეცნენ დაცვის უფლების რეალიზების ადგილობრივ და საერთაშორისო მექანიზმებს, აგრეთვე - იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის დეტალებს. ღონისძიებას იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიუროების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. სემინარში მონაწილეობა კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, იმერეთის, სამეგრელოსა და აჭარის ბეჭდვითი და ელექტრონული მედიის წარმომადგენლებმა მიიღეს.
სემინარის ფარგლებში ჟურნალისტებმა და იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროს უფროსებმა ერთობლივი მედია პროექტები შეიმუშავეს, რომელთა განხორციელებაც უახლოეს მომავალში დაიწყება. პროექტების მიზანს მოქალაქეთა სამართლებრივი განათლების ხელშეწყობა და იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის შესახებ საზოგადოების რეგულარული ინფორმირება წარმოადგენს.
###