პრესრელიზი
სესხების საგაზაფხულო კოლექცია "საქართველოს ბანკში"
[PUBLICITY.GE] თბილისი, 11 მარტი, 2011 წელი - თბილისი -11 მარტი, 2011 - სს "საქართველოს ბანკმა", საქართველოს წამყვანმა ბანკმა, სესხებზე ახალი შეთავაზების -"სესხების საგაზაფხულო კოლექციის" დაწყების შესახებ განაცხადა. აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი "საქართველოს ბანკისგან" სხვადასხვა ტიპის სესხზე, რამდენიმე სპეციალურ პირობას მიიღებს.
11 მარტიდან, მომხმარებლს შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს სპეციალური შეთავაზებით იპოთეკურ სესხებზე. მომხმარებელი, რომელიც 1 ივნისამდე ისარგებლებს იპოთეკური სესხით "საქართველოს ბანკში", მთლიანად გათავისუფლდება სესხზე მაქსიმუმ პირველი სამი თვის საპროცენტო შენატანისგან, ანუ საჩუქრად მიიღებს სესხის 3%-ს.
"სესხების საგაზაფხულო კოლექციის" შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი ისარგებლებს იპოთეკურ სესხზე კიდევ ერთი სპეციალური პირობით - "საქართველოს ბანკის" პარტნიორ დეველოპერ კომპანიებთან ბინების შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელი მიიღებს სპეციალურ საპროცენტო განაკვეთს სესხზე 11.6%-დან, ხოლო სესხით სარგებლობისთვის საკმარისი იქნება პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა.
"საქართველოს ბანკის" იპოთეკური სესხით სარგებლობა შეუძლია საქართველოში მცხოვრებ ყველა ფიზიკურ პირს, ვისი ყოველთვიური შემოსავალიც თვეში მინიმუმ 750 ლარს შეადგენს და სურს საცხოვრებელი ბინის, მიწის ნაკვეთის, აგარაკის, საოფისე ფართის, ასევე ავეჯის შეძენა, ისევე როგორც ბინისა თუ სახლის მშენებლობა ან/და რემონტი.
დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ "საქართველოს ბანკის" ვებგვერდს,ან დარეკეთ 444 444.