პრესრელიზი
18 მარტი,2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
სესხების საგაზაფხულო კოლექცია "საქართველოს ბანკში" გრძელდება
[PUBLICITY.GE] თბილისი, 18 მარტი, 2011 წელი - თბილისი -18 მარტი, 2011 - სს "საქართველოს ბანკმა", საქართველოს წამყვანმა ბანკმა, "სესხების საგაზაფხულო კოლექციის" ფარგლებში, მომენტალურ განვადებაზე სპეციალური შეთავაზების შესახებ განცხადა. 1 ივნისამდე, "საქართველოს ბანკი" საშუალებას აძლევს ნებისმიერ მომხმარებელს ისარგებლოს მომენტალური განვადებით, იმის მიუხედავად ერიცხება თუ არა ხელფასი რომელიმე ბანკში. ამასთან, ახალი შეთავაზების მეშვეობით, მომხმარებელი შეძლებს შეიძინოს სასურველი ნივთი უფრო იაფად, ან მიიღოს მეტი თანხა და, შესაბამისად, შეიძინოს უკეთესი ხარისხის ნივთი.
"საქართველოს ბანკის" მომხმარებელს საშუალება აქვს 200-ზე მეტ სავაჭრო ობიექტში ისარგებლოს მომენტალური განვადებით, როგორც თბილისში ასევე ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში. 2010 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, "საქართველოს ბანკის" მომენტალური განვადებით 12 000 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა.
"საქართველოს ბანკის" მომენტალური განვადებით სარგებლობა შეუძლია ყველას ვისაც სურს საყოფაცხოვრებო ტექნიკის, მომსახურების, მობილური ტელეფონის, კომპიუტერის თუ ავეჯის შეძენა ბანკის მომენტალური განვადების ქსელში ჩართულ სავაჭრო ობიექტებში და ვისი ყოველთვიური შემოსავალიც შეადგენს 200 ლარს. მომენტალური განვადებით სარგებლობისას, "საქართველოს ბანკი" მომხმარებელს ურჩევს განვადების ოპტიმალურ ვადას და აძლევს საშუალებას ვადაზე ადრეც დაფაროს სესხი. სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია განვადების მენეჯერთანვე შეავსოს განაცხადი საკრედიტო ბარათების American Express და American Express Blue Card-ის მიღებაზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ "საქართველოს ბანკის" ვებგვერდს ან დარეკეთ 444 444.