პრესრელიზი
16 თებერვალი, 2008
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი: ელენე იმნაძე,
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროექტის კოორდინატორი
ტელ/ფაქსი: 995 32 999 047
ელ.ფოსტა: imnadze@freeuni.edu.org
ვებ.გვერდი: www.freeuni.edu.ge
სიახლე თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აბიტურიენტებისათვის
[PUBLICITY.GE] თბილისი, 16 თებერვალი, 2008 წ. – დღეს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში (ESM) შედგა ღია კარის დღე აბიტურიენტებისა და მათი გულშემატკივრებისთვის.
ღია კარის დღეზე აბიტურიენტებს გააცნეს ინფორმაცია ბიზნესის სკოლის (ESM) სასწავლო პროგრამების, სწავლების მეთოდებისა და პროცესის, ასევე საზღვარგარეთ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობისა და სწავლის გაგრძელების საინტერესო შესაძლებლობების შესახებ, წარუდგინეს საქმიანი კარიერის ის რეალური პერსპექტივა, რომელიც ESM-ის სტუდენტებს უკვე მესამე კურსიდან გააჩნიათ.
ღია კარის დღეზე წარმოდგენილი ყველაზე მნიშვნელოვანი და საყურადღებო სიახლე ის იყო, რომ წელს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საუკეთესო აბიტურიენტებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა მიიღონ 4 წლიანი საბაკალავრო პროგრამის სწავლის საფასურის სრული დაფინანსება. დაფინანსების საერთო თანხა შეადგენს 27,600 ლარს ბიზნესის სკოლის (ESM) სტუდენტისათვის და 19,600 ლარს აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის სტუდენტისათვის.
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის გადაწყვეტილება, 100%-ით დააფინანსოს 2008 წლის სამი საუკეთესო აბიტურიენტი მიზნად ისახავს ნიჭიერი და შრომისმოყვარე ახალგაზრდების მხარდაჭერას მათი ცხოვრების ამ საწყის და ძალზედ მნიშვნელოვან ეტაპზე.
თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში 2007 წელს მართვის ევროპული სკოლა (ESM) და აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი გაერთიანდნენ. 2008 სასწავლო წელს თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში სამართლისა და ეკონომიკის უმაღლესი სკოლები გაიხსნება.