პრესრელიზი
31 აგვისტო,2011
დაუყოვნებელი გავრცელლებისათვის
საკონტაქტო პირი
ინგა ნიკაგოსიანი
95 77 293979
inga@pik.tv
სიმართლე ჩეჩნეთის შესახებ
[Publicity.Ge] 31 აგვისტო,2011,თბილისი - ტელეკომპანია პიკ-ი - „პირველი საინფორმაციო კავკასიური" გეპატიჟებათ რეჟისორ ნინო კირთაძის ფილმის, „ჩეჩნური იავნანა" ჩვენებაზე, რომელიც ეძღვნება ჩეჩნეთის მეორე ომს.
ღონისძიება გაიმართება 31 აგვისტოს, 20:00 საათზე საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ეზოში( რუსთაველის გამზირი 3) და მასში მონაწილეობას მიიღებენ მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.
ღონისძიების მიზანია:
საზოგადოების მეტად ინფორმირება ჩეჩნეთში 1994-1996 და 1999-2000 წლებში განვითრებული მოვლენების შესახებ;
მოიზიდოს მაყურებლის ინტერესი ფილმების ჩვენების მიმართ, რომელიც სექტემბერში ტელეკომპანია პიკ-ის ეთერში გაიმართება.
რეტროსპექტივის - „სიმართლე ჩეჩნეთის შესახებ" ფარგლებში მაყურებელს საშუალება ექნება იხილოს ჩეჩნეთის ომის შესახებ ქართველი და უცხოელი რეჟისორების მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმები: „ჩეჩნური იავნანა"(რეჟ. ნინო კირთაძე), „მარშო"( რეჟ. მურად მაზაევი), „იცეკვე, გროზნო, იცეკვე - დაწყევლილები და დალოცვილები"( რეჟ. ჯოს დე პუტერი), „ნაღალატევი"(რეჟ. კლივ გორდონი), „ალცნეი" (რეჟ. ნინო ორჯონიკიძე, ვანო არსენიშვილი), „გროზნოს ქრონიკები" (რეჟ.მანონ ლუაზო), „ჩეჩნური დედობა" (რეჟ.მანონ ლუაზო) და სხვ.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: www.pik.tv