ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
სიღნაღის ინტერაქტიული რუკა უკვე ინტერნეტ სივრცეშია
01/07/2010

პრესრელიზი 

1 ივლისი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
საქართველო, 0102 თბილისი,
წმ. ნიკოლოზის/ნ.ჩხეიძის 2
ელ-ფოსტა:
info@napr.gov.ge
www.reestri.gov.ge

სიღნაღის ინტერაქტიული რუკა უკვე ინტერნეტ სივრცეშია

[Publicity.ge] თბილისი, 1 ივლისი, 2010-იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრისა და ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის დეპარტამენტის ერთობლივი პროექტი – ქ. სიღნაღის ინტერაქტიული რუკა უკვე ინტერნეტ სივრცეშია (www.reestri.gov.ge).სიღნაღის ინტერაქტიული რუკა საჯარო რეესტრის GIS – ჯგუფმა შეადგინა. რუკაზე მუშაობის პროცესში მათ განახორციელეს სხვადასხვა ობიექტის აღწერა  და  მათი სურათები გადღება. ყველა ობიექტი დატანილ იქნა  სიღნაღის ინტერაქტიულ რუკაზე.

ინტერაქტიული რუკის შექმნის მიზანი ქ. სიღნაღის  პოპულარიზაციის ხელშეწყობაა.

რუკა ტურისტებს მაქსიმალურად ამომწურავ ინფორმაციას აწვდის  გადაადგილების საშუალებებისა და განთავსების  ადგილების შესახებ. ელექტრონული  რუკის მეშვეობით  შესაძლებელია ქ. სიღნაღის  ქუჩების, მიწის ნაკვეთების,  საინტერესო და ადგილობრივი მნიშვნელობის ობიექტების  (სასტუმროები, რესტორნები, ბანკები და ბანკომატები, მუზეუმები, სკოლები, ეკლესია–მონასტრები და ა.შ.) მარტივად და სწრაფად მოძიება.  თითოეულ ობიექტს თან ერთვის ფოტოგალერეა და სრულყოფილი, სასარგებლო ინფორმაცია, მისამართები, გეოგრაფიული კოორდინატები და ა.შ.

ინტერაქტიული რუკის ინსტრუმენტებით ასევე შესაძლებელია სივრცითი ანალიზი,  ობიექტებს შორის მანძილის განსაზღვრა, კონკრეტულ ადგილთან მიახლოება ან დაშორება (ზუმირება),   რუკის საინტერესო ფრანგმენტების დაბეჭდვა.

სიღნაღის ინტერაქტიული რუკა ორენოვანია და სასარგებლოა როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტებისთვის.

წაკითხულია: 2463