„გავხდი მეჩირე, დავიწყე იმ ხილის შრობა, რაც ჩვენს სოფელში მოდის, დავიწყე ექსპერიმენტების კეთება, ვაშრობდი ისეთ ხილს, რომლიც არ იყო აღიარებული საჩირე მასალად და ნელ-ნელა კიდევ უფრო გავაფართოვე საკუთარი წარმოება“, ამბობს ქალი მეწარმე.
რამოდენიმე წელიწადში დარეჯანმა საკუთარ წარმოებას ახალი საქმიანობაც დაამატა, კიდევ უფრო გააფართოვა ბიზნესი და ჩოხატაურის რაიონში საოჯახო სასტუმრო „სკიჯის სახლი“ დააფუძნა.
„5 წლის თავზე, ორივე ბიზნესის ახალ საფუხურზე გადასვლაა დაგეგმილი, ახალი თანადაფინანსებით. ეს იქნება გაერთიენებული საშუალო ბიზნესი - ასწლოვან გურულ ოდაში განთავსებული საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი ჩირის საწარმო, წარმოების გარშემო გაშენებული ხილის საჩვენებელი მეურნეობა და სასტუმრო ოდები. ავთენტური, გურული ელემენტებით და მხოლოდ სკიჯისთვის დამახასიათებელი გემოებით და მომსახურებით.