მოწვეულმა ექსპერტებმა გერმანიიდან, ნიდერლანდებიბდან და სამხრეთ აფრიკიდან იმსჯელეს სკოლის თვით-შეფასებისა და ხარისხის კონტროლის მექანიზმებზე სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად, ასევე საერთაშორისო კვლევების მონაცემების გამოყენებაზე სკოლის მართვისა და პოლიტიკის ჩამოყალიბებაში. ნიდერლანდების საჯარო სკოლის დირექტორმა ისაუბრა პროფესიული ორიენტაციისა და კარიერული დაგეგმვის პროგრამაზე საშუალო სკოლის ბაზაზე.
„იმედი გვაქვს, რომ თქვენ, დირექტორები აქტიურად განაგრძობთ თანამშრომლობას, სკოლებში სიახლეების შეტანას, ხელს შეუწყობთ თანამედროვე, 21-ე საუკუნის სწავლების მეთოდოლოგიის დანერგვას, რაც, სასიკეთოდ აისახება მოსწავლეების აკადემიურ მიღწევებსა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე. ჩვენი ფონდის მისიაა, ხელი შევუწყოთ საქართველოში მიმდინარე განათლების რეფორმების განხორციელებას და დავნერგოთ შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროგრამები ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის. ადამიანური კაპიტალის განვითარება დღეს
საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია,“ განაცხადა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს - აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძემ.
“ვისაუბრეთ ზოგად, და საერთაშორისო პრაქტიკაზე სკოლის წარმატებული მართვის მიმართულებით. ვიმსჯელეთ იმ გეგმებზე, რომელიც აქვს განათლების სამინისტროს ზოგად განათლებაში მართვის გასაუმჯობესებლად. ასევე გავეცანით სხვადასხვა სკოლების გამოცდილებაზე, რაც უმნიშვნელოვანესი პლატფორმაა სკოლების დირექტორებისთბის. ეს განათლების ხარისხის გაუმჯობესებისკენაა მიმართული“ - აღნიშნა განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ.