ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
სოკარ ენერჯი ჯირჯია და გუდვილი თანამშრომლობას იწყებენ
12/09/2011

პრესრელიზი

12 სექტემბერი,2011
დაყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტოპირი:
ნატო დარჩიაშვილი
(+995 32) 242301
(+995 32) 242303
(+995 99) 510144 
    

სოკარ ენერჯი ჯორჯია" და "გუდვილი" თანამშრომლობას იწყებენ

[Publicity.Ge] თბილისი,12 სექტემბერი,2011 - კომპანია "სოკარ ენერჯი ჯორჯია" და "გუდვილი" თანამშრომლობას იწყებენ. კომპანიებს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი დღეს გაფორმდება. დოკუმენტს ხელს მოაწერენ "სოკარ ენერჯი ჯორჯიას" გენერალური დირექტორი მაირ მამედოვი და "გუდვილის" პრეზიდენტი გოგი შევარდნაძე. მემორანდუმი წარმოადგენს შეთანხმებას ორ ბრენდს შორის, რომლის მიხედვითაც, "გუდვილი" სუპერმარკეტით და სწრაფი კვების ობიექტით უზრუნველყოფს გორის ჩქაროსნულ მაგისტრალზე მდებარე "სოკარის" მშენებარე ბენზინგასამართ სადგურს და დასასვენებელ კომპლექსს. ობიექტის ევროსტანდარტების შესაბამისი დანადგარებით და აღრიცხვიანობის თანამედროვე სისტემით აღჭურვას უზრუნველყოფს ერთ-ერთი უმსხვილესი გერმანული კომპანია "ლინდე ლადენბაუ", რომელის წარმომადგენლები ინგო მეკბახი და ტობიას იაკობი დღევანდელი ღონისძიების სპეციალური სტუმრები იქნებიან.

პროექტი საქართველოს ძირითადი საერთაშორისო-სატრასპორტო ფუნქციისა და ქვეყნის ჩქაროსნული ავტომაგისტრალების პერსპექტიული განვითარების მიზნით ხორციელდება. სამშენებელო სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია. საბოლოო პროექტით კი, მრავალფუნქციური კომპლექსი თავს მოუყრის ავტოგასამართ სადგურს, ავტოტექმომსახურების ცენტრს, ტურისტული და საქალაქთაშორისო გასაჩერებელ ზონას, დასასვენებელ ზონას, სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, ღია ავტოსადგომი

წაკითხულია: 2165