ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
სოფლის მეურნეობა ახალ უწყებას ქმნის
10/08/2013

პრესრელიზი

10 აგვისტო, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მარშალ გელოვანის გამზირი #6, თბილისი
nfomoa@moa.gov.ge www.moa.gov.ge
ტელ: 237 80 09
მობ: 599 50 26 19

კოოპერაციის ხელშეწყობის მიზნით სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახალ უწყებას ქმნის

სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს საქართველოში საკომლო-საოჯახო მეურნეობების კოოპერირების ხელშეწყობის მიმართულებით, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სექტორის განვითარებას და მნიშვნელოვნად დაეხმარება ადგილობრივ მოსახლეობას სხვადასხვა პრობლემის გადაწყვეტაში.

უკვე მიღებულია საქართველოს კანონი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ", რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და საქართველოს პარლამენტის აგრარულმა კომიტეტმა შეიმუშავა. კანონი სრულად ამოქმედდება მიმდინარე წლის ოქტომბერში.

კანონის ამოქმედების პარალელურად, საკომლო-საოჯახო მეურნეობების კოოპერირების სწორად და ეფექტურად წარმართვის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახალ სტრუქტურას - სსიპ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ქმნის. აღნიშნული უწყება უფლებამოსილი იქნება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებითვის სტატუსის მინიჭებაზე, შეწყვეტასა და მონიტორინგზე, ამასთან განახორციელებს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო ხელშეწყობის ღონისძიებებს.

საკომლე და საოჯახო მეურნეობების კოოპერატივების შექმნა ხელს შეუწყობს წვრილი ფერმერული მეურნეობებისა და ფართობების გამსხვილებას. მიღებული კანონის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატისვის სტატუსის მქონე იურიდიული პირები ისარგებლებენ საგადასახადო და სხვადასხვა სახის შეღავათებით, მათ შორის უფლება ექნებათ მიიღონ გრანტები. ფერმერებისა და გლეხებისთვის კოოპერატივებში გაერთიანება ნებაყოფლობითია.

 

წაკითხულია: 2403