ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია FAO-ს კონსულტანტებს შეხვდა
13/03/2015

 პრესრელიზი

 

13 მარტი,2015
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია
მედიასთან ურთიერთობის სამმართველო
სოფლის მეურნეობის სამინისტრო
მარშალ გელოვანის 6, 0159, თბილისი, საქართველო
ტელ: 2 37 80 09

 

სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია FAO-ს კონსულტანტებს შეხვდა

დღეს, სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია კოოპერაციის საკითხებში FAO-ს კონსულტანტებს, ჯონ მილნსის და კირან განონის შეხვდა.


შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს სოფლის მეურნეობაში კოოპერაციის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

ოთარ დანელიამ კოოპერატივების განვითარების მიმართულებით დღეისათვის არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. მინისტრმა დეტალურად განიხილა ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტრო კოოპერატივების განვითარების მიმართულებით დგას. ოთარ დანელიას თქმით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარება მიწების კონსოლიდაციისერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წინაპირობას წარმოადგენს. „ჩვენი მიზანია ბიზნესზე ორიენტირებული ფერმერული მეურნეობებისა და კოოპერატივების შექმნის სტიმულირება, რაცხელს შეუწყობსკონკურენტუნარიანობისზრდასდაფერმერებისთვისუფროხელმისაწვდომსგახდისწარმოებისსაშუალებებს, მომსახურებასადასასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციას. ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანიაეფექტიანი, მობილურიდამოქნილიკომუნიკაციაფერმერებთან, რათა ისინი ამომწურავ ინფორმაციას ფლობდნენ იმ კონკრეტული პრივილეგიების შესახებ, რომლებითაც ისინი კოოპერატივების შექმნის შემთხვევაში ისარგებლებენ", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

როგორც შეხვედრაზე კოოპერაციის საკითხებში FAO-ს კონსულტანტებმა განაცხადეს,სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის ევროკავშირის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, ისინი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სტრატეგიასთან დაკავშირებულ ხედვას შეიმუშავებენ და ივლისის ბოლომდე კოოპერატივების დაფინანსების სქემებთან დაკავშირებით კონკრეტულ რეკომენდაციებსწარადგენენ.

შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, დავით გალეგაშვილი და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, გიორგი მიშელაძე ესწრებოდნენ.

 

 

წაკითხულია: 2778