ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე დიდი ბრიტანეთის ელჩს დევიდ მორანს შეხვდა
24/04/2013
 
 

პრესრელიზი

24 აპრილი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი 
მარშალ გელოვანის გამზირი #6, თბილისი
infomoa@moa.gov.ge
www.moa.gov.ge
ტელ: 237 80 09
მობ: 599 50 26 19

სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე  დიდი ბრიტანეთის ელჩს დევიდ მორანს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ  დიდი ბრიტანეთის ელჩს დევიდ მორანს დღეისათვის სოფლის მეურნეობაში არსებული ვითარება გააცნო.

ბრიტანეთის ელჩი  დაინტერესდა საქართველოს მთავრობის იმ პრიორიტეტებით, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო დარგში არის გამოკვეთილი.  „დიდი ბრიტანეთი დაინტერესებულია საქართველოსთნ სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურებით. დღეისათვის საქართველოდან დიდ ბრიტანეთში ექსპორტის ძირითად ნაწილს ღვინო და მინერალური სასმელები წარმოადგენს. თუმცა ახალი ვითარების გათვალისწინებით ბრიტანეთის სავაჭრო წრეებში გაიზარდა ინტერესი საქართველოში წარმოებული პროდუქციის მიმართ, გთავაზობთ ამ მიმართულებით უფრო აქტიურ თანამშრომლობას", - განაცხადა ელჩმა.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა მადლობა გადაუხადა დევიდ მორანს იმ ინტერესისთვის, რომელსაც ბრიტანეთის მხარე საქართველოს სოფლის მეურნეობის მიმართ იჩენს და დეტალურად გააცნო სტუმარს 2013 წლის საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტები. "სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ამჟამად ხორციელდება ორი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სოფლის კონკრეტულ და ქმედით მხარდაჭერას" - განაცხადა დავით კირვალიძემ.  შეხვედრაზე ასევე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ფერმერული კოოპერაციების ხელშეწყობის აუცილებლობაზე. მინისტრმა ისაუბრა იმ კანონპროექტზე, რომელიც ამჟამად საქართველოს პარლამენტში განიხილება.  „გეთანხმებით, რომ ეს არ არის მარტივი თემა. ჩვენ მზად ვართ ჩვენი გამოცდილება გაგიზიაროთ და ამ პროცესში ჩვენი ექსპერტების მაქსიმალური ჩართულობა ვუზრუნველყოთ."

„საქართველოსთვის რუსეთის ბაზარი  - ისტორიული და ბუნებრივი ბაზარია," - განაცხადა დევიდ მორანმა. ელჩმა პოზიტიურად შეაფასა ის ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ ქართული პროდუქციისათვის რუსეთის ბაზრის გახსნის მიმართულებით გადადგა.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ასეთი ტიპის სამუშაო შეხვედრები სისტემატიურ ხასიათს შეიძენს, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომ გავითარებასა და განმტკიცებას.

წაკითხულია: 2232

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები
1
30 წელი წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში