ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია მოლდოვას რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და კვების წარმოების მინისტრს ვასილე ბუმაკოვს შეხვდა
05/06/2013

პრესრელიზი

5 ივნისი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მარშალ გელოვანის გამზირი #6, თბილისი
nfomoa@moa.gov.ge www.moa.gov.ge
ტელ: 237 80 09
მობ: 599 50 26 19

სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია მოლდოვას რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და კვების წარმოების მინისტრს ვასილე ბუმაკოვს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ დღეს თავის მოლდოველ კოლეგას, ვასილე ბუმაკოვს უმასპინძლა. შეხვედრის მთავარ თემას ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის დარგში თანამშრომლობის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.
ვასილე ბუმაკოვის თქმით, საქართველოს და მოლდოვას საერთო წარსული აქვთ, შესაბამისად დარგის განვითარების გზაზე ორი ქვეყანა მსგავს პრობლემებსა და სირთულეებს აწყდება.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ევროკავშირთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გამახვილდა.
„მისალოცია ის ფაქტი, რომ საქართველომ ა.წ. მარტში ევროკავშირთან უკვე გააფორმა ევროპის სამეზობლოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 5 წლიანი პროგრამა (ENPARD). ეს ნამდვილად დიდი მიღწევაა. ჩვენც აქტიურად ვმუშაობთ ევროკავშირთან ამ მიმართულებით. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება და მოლდოვაც საქართველოს ბედს გაიზიარებს უახლოეს მომავალში", - განაცხადა ვასილე ბუმაკოვმა.
სტუმარი დაინტერესდა საქართველოს მთავრობის 2013 წლის საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტებითაც. მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების მხარდაჭერის და შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტების განხილვისას, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ისაუბრა იმ კონკრეტულ მექანიზმებზე, რომლების მეშვეობითაც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის დაფინანასებით გლეხების და მეწარმეების მხარდაჭერა ხორციელდება. ვასილე ბუმაკომვა განმარტა, რომ მოლდოვასაც აქვს გამოცდილება სასოფლო-სამეურნეო საწარმოების სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსებისა და ის მოხარული იქნება თუ მხარეები ამ პროექტის ფარგლებში მიღებულ გამოცდილებას ერთმანეთს გაუზიარებენ.
მოლდოველ კოლეგასთან შეხვედრისას შალვა ფიფიამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო სოფლის მეურნეობის განვითარების სამომავლო ხედვის განხილვასაც. მხარეებმა ისაუბრეს დარგის სხვადასხვა მიმართულებებში არსებულ გამოწვევებსა და მათზე რეაგირების კონკრეტულ მექანიზმებზე.
შეხევდრის დასასრულს, მოლდოვას რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და კვების წარმოების მინისტრმა თავისი ქართველი კოლეგა მოლდოვაში მიიწვია. შალვა ფიფიამ მადლობა გადაუხადა ვასილე ბუმაკოვს მიწვევისთვის და დასძინა, რომ მზად არის ძალისხმევა არ დაიშუროს, რათა ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების კონკრეტული გზები შემუშავდეს.

წაკითხულია: 2111