სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტებს შეხვდა
პრესრელიზი
11 მარტი,2015
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია
მედიასთან ურთიერთობის სამმართველო
სოფლის მეურნეობის სამინისტრო
მარშალ გელოვანის 6, 0159, თბილისი, საქართველო
ტელ: 2 37 80 09
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტებს შეხვდა
შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხატია წილოსანი ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე განხილვის ძირითადი თემა საქართველოში მიწის ბაზრის შესწავლის მიმართულებით არსებული მდგომარეობა იყო.
ექსპერტები დაინტერესდნენ, მიწის და, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის აღრიცხვასთან დაკავშირებული პრობლემებით.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სახელმწიფოს მიერ სასოფლო-სამეურნეო სფეროში სუბსიდირების საკითხებს და იმ პროგრამებს, რომლებიც სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის ხორციელდება.
სავალუტო ფონდის ექსპერტები დაინტერესდნენ იმ პროექტებითაც, რომლებიც საქართველოში საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების დახმარებით ხორციელდება.
ნოდარ კერესელიძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტებს „საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის 2015 -2020" ძირითადი მიმართულებები გააცნო.
„დამტკიცებული სტრატეგიის საფუძველზე სრულდება სამოქმედო გეგმაზე მუშაობა. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფის საკითხები სრულად აისახება მომდევნო წლების სახელმწიფო ბიუჯეტში", - განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.
მინისტრის მოადგილის, დავით გალეგაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია იმ გამოცდილებისა და რეკომენდაციების გაზიარება, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა აგრარული დარგის განვითარების მიმართულებით მრავალ ქვეყანაში განხორციელებული საქმიანობის შედეგად დააგროვა.