ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
სოფლის მეურნეობის სამინისტრო წარმატებული პროექტისთვის დაჯილდოვდა
29/11/2013

პრესრელიზი

29 ნოემბერი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მარშალ გელოვანის გამზირი #6, თბილისი
nfomoa@moa.gov.ge www.moa.gov.ge
ტელ: 237 80 09
მობ: 599 50 26 19

სოფლის მეურნეობის სამინისტრო წარმატებული პროექტისთვის დაჯილდოვდა

შემოქმედ ხელოვანთა კავშირის ,,ჯორჯიან არტ ჰოლდინგის" ორგანიზებით, 28 ნოემბერს ხელოვნების, კულტურის, სპორტის მოამაგეთა და ქვეყნის განვითარებაში აქტიურად მონაწილე სახელმწიფო სტრუქტურებისა და მედიის წარმომადგენელების დაჯილდოვების ცერემონია ,,სოფლის მაშენებელნი - 2013" გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ნომინირებული კომპანიების, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.
ნომინაციაში ,,წლის ყველაზე წარმატებული სახელმწიფო პროგრამა" დაჯილდოვდა სოფლის მეურნეობის სამინისტრო პროგრამისთვის ,,რთველი 2013". ნომინანტების შერჩევა ხორციელდება სხვადასხვა კრიტერიუმებით: საზოგადოების ნდობა, მაღალი პროფესიონალიზმი, სოციალური აქტივობა, საქველმოქმედო ღონისძიებებში მონაწილეობა, მოსახლეობის დასაქმება, ონოვაციური და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა.
,,ახალი ხელისუფლების მოსვლის დღიდან, სოფლის მეურნეობა რეალური პრიორიტეტი გახდა. თითქმის განადგურებული დარგის ფეხზე დასაყენებლად და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დასახმარებლად, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ არაერთი მართლაც რომ უპრეცედენტო პროექტი განახორციელა. ძალიან კარგია და მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოებამ დაინახა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ქართული სოფლის გაძლიერებისა და განვითარების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. ეს იმის მანიშნებელია, რომ ჩვენ სწორი გზით მივდივართ, რაც კიდევ უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს გავაგრძელოთ წარმატებული და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება", - განაცხადა სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსმა პავლე მგელაძემ.
შემოქმედ ხელოვანთა კავშირი ,,ჯორჯიან არტ ჰოლდინგი" 2005 წლიდან პროექტის "სოფლის მაშენებლების" ფარგლებში, ქვეყნის აღმშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის სხვადასხვა კომპანიებსა და ორგანიზაციებს აჯილდოვებს.
პროექტის მიზანი შიდა და გარე ბაზარზე ქართული ბრენდების პოპულარიზაცია და ქველმოქმედი კომპანიების წახალისებაა. მნიშვნელოვანია, ფართო საზოგადოებამ დაინახოს, რომელი კომპანიები ზრუნავენ ქვეყნის წინსვლასა და ეკონომიკურ აღმავლობაზე. ამ ტიპის ღონისძიებები კომპანიებისთვის სოციალური პასუხისმგებლობის სტიმულირებასაც ახდენს.

 

წაკითხულია: 2214

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები
1
30 წელი წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში