ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგროდაზღვევის განახლებულ პროექტს იწყებს.
19/02/2015
პრესრელიზი

19 თებერვალი,2015
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია
მედიასთან ურთიერთობის სამმართველო
სოფლის მეურნეობის სამინისტრო
მარშალ გელოვანის 6, 0159, თბილისი, საქართველო
ტელ: 2 37 80 09
ვებ-გვერდი: www.moa.gov.ge

სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგროდაზღვევის განახლებულ პროექტს იწყებს

აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამაში, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით 2014 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდა და რომელიც გარკვეული პირობების გათვალისწინებით მთავრობის მიერ სუბსიდირებას მოიაზრებს, ცვლილებები შევიდა. 

2015 წელს აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით განისაზღვრა. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, პროგრამას წელსაც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო განახორციელებს.
   
„მოგეხსენებათ, გასულიწლის სექტემბერში დავიწყეთ აგრო დაზღვევის საპილოტე პროექტი, რომელიც გათვლილი იყო ერთ წელიწად ზედა მნიშვნელოვანი იყო შედეგის ანალიზის თვალსაზრისით. პოზიტიური შედეგი მივიღეთ, პრაქტიკულად,სამთვეში. სწორედ ამიტომ, 2015 წლიდან, ჩვენ უკვე განახლებული მოდელით ვაგრძელებთ აგროდაზღვევის პროექტს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკს შორის არსებული შეთანხმების ფარგლებში დასრულდა კვლევის პირველი ეტაპი და BFC კონსალტინგისგან მივიღეთ გარკვეული რეკომენდაციები საქართველოში აგროდაზღვევის მოდელთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე გავითვალისწინეთ ყველა ობიექტურიდამნიშვნელოვანირეკომენდაცია. განისაზღვრალიმიტებიდა ყველაისპირობა, რომელიცაქამდეარიყოსრულყოფილი. შესაბამისად,ჩვენუკვეაგროდაზღვევის ახალიპროექტითშევუდგებითმუშაობას", - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ.

2015 წლისთვის აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობის სურვილი საქართველოში ლიცენზირებულმა ექვსმა სადაზღვევო კომპანიამ - ჯიპიაი ჰოლდინგი, ალდაგი, აი სი ჯგუფი,ირაო, არდი, უნისონი - გამოთქვა.
   
აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს 5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში არაუმეტეს 15 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. პროგრამით გათვალისწინებული მიწის ფართობის ოდენობის შეზღუდვა არ ვრცელდება რეგისტრირებულ კოოპერატივზე. აღნიშნული შეზღუდვით მოხდა სეგმენტის განსაზღვრა, პროგრამა ორიენტირებულია მცირე შემოსავლიანი ბენეფიციარების მოსავლის დასაზღვევად.

სახელმწიფო სუბსიდირება წელს 60%-მდეგანისაზღვრა. ფრანშიზა დაითვლება რეალური მოსავლიანობიდან, შესაბამისად ვერ გადაფარავს ზარალის ოდენობას თუ ზარალი ასცდა 10% -ს. 2014 წლის პროგრამაში ფრანშიზა ითვლებოდა სადაზღვევო ლიმიტიდან ხოლო ზარალი რეალური მოსავლიანობიდან, რაც უმეტეს შემთხვევაში ზარალის გადაფარვას იწვევდა. ზარალის შეფასების საერთო მეთოდი დაინერგა თითოეული კულტურის შესაბამისად, რაც მანამდე საერთოდ არ არსებობდა.

კომპანიები პოლისებისგაცემას შეძლებენ მხოლოდ აგროვადების შესაბამისად. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო სუბსიდირებას განახორციელებს პოლისების შემოწმების შემდეგ.

2014 წელს აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 21 ათასზე მეტი პოლისი, დაზღვეულია 150 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 34 სხვადასხვა კულტურა 19 ათას ჰა მიწის ფართობზე.

აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამა 2015 წლის 11 დეკემბრამდე გაგრძელდება.

 

წაკითხულია: 2833