ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები უმცირესობის წევრებს შეხვდნენ
15/05/2013

პრესრელიზი

15 მაისი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:  
სოფლის მეურნეობის სამინისტრო
0159, მარშალ გელოვანის გამზ.#6,თბილისი,საქართველო
ტელ:  +995 32 237 80 09; მობ:+995 577 08 00 87; 
ელ-ფოსტა:  t.goderdzishvili@moa.gov.ge
 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები უმცირესობის წევრებს შეხვდნენ

სოფლის მეურნეობის მინისტრის  მოადგილე, შალვა ფიფია და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი, გიორგი ჩხეიძე უმცირესობის წარმომადგენლებს  შეხვდნენ. სხდომას ასევე ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტების საკრებულოს წარმომადგენლები, სოფლის რწმუნებულები და ფერმერები. შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს მთავრობისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული ,,მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების  ხელშეწყობის პროექტის“ მიმდინარეობისას  დაშვებული ხარვეზები იყო.

სხდომის დაწყებისას,  შალვა ფიფიამ  დამსწრე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა  პროგრამისა და მიმდინარე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესახებ, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.  უმცირესობის წარმომადგენლებმა შეკითხვები სასოფლო-სამეურნეო მაღაზიებში ინვენტარზე  მომატებულ  ფასებზე, მიწის მესაკუთრეთა  სიებში არსებულ  უზუსტობებისა და ბარათების დარიგების პროცესში არსებული ხარვეზების შესახებ დასვეს. მინისტრის მოადგილემ ყველა დასმულ  შეკითხვას ამომწურავად უპასუხა და აღნიშნა, რომ უმცირესობა არ ფლობს სწორ და ობიექტურ ინფორმაციას ამ საკითხებთან დაკავშირებით. შალვა ფიფიამ და გიორგი ჩხეიძემ  დეპუტატებსა და დამსწრე პირებს  დეტალურად განუმარტეს მიწის მესაკუთრეთა სიებში არსებული ხარვეზების მიზეზები, ასევე ბარათების დარიგებისა და პროექტში სპეციალიზირებული მაღაზიების დარეგისტრირების პროცედურები.

შეხვედრაზე დამსწრე ფერმერებმა და საკრებულოს წარმომადგენლებმა მთლიანობაში დადებითად შეაფასეს სამინისტროს მიერ დაწყებული სოფლის მეურნეობის პროგრამა და ასევე, ისაუბრეს ხარვეზებზეც.  მათ შეკითხვები დასვეს ზოგიერთ რაიონში საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დაგვიანებით დაწყებასთან  და ზოგიერთ სოფელში  სპეციალური ტექნიკის ნაკლებობასათან დაკავშირებით. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, შალვა ფიფიამ ამის მიზეზად, ზოგ შემთხვევაში მიწის მფლობელთა პირველად სიებში არსებული უზუსტობების გამო დაგვიანებით  დარიგებული ბარათები, ზოგ შემთხვევაში კი,  კლიმატური პირობები დაასახელა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობა აგრარულ კომიტეტში გაგრძელდა.
 
წაკითხულია: 2682

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები
1
30 წელი წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში