ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია ისრაელში იმყოფება
22/10/2013
პრესრელიზი

22 ოქტომბერი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მარშალ გელოვანის გამზირი #6, თბილისი
nfomoa@moa.gov.ge www.moa.gov.ge
ტელ: 237 80 09
მობ: 599 50 26 19

სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია ისრაელში იმყოფება

21-25 ოქტომბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია, სოფლის მეურნეობის მინისტრის შალვა ფიფია ხელმძღვანელობით ისრაელში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში შალვა ფიფიამ შეხვედრა გაიმართა ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრამის (MASHAV) ხელმძღვანელთან დანიელ კარმონსთან.

შეხვედრაზე მინისტრმა საქართველოში სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ახალი ხელისუფლებისთვის სოფლის მეურნეობა რეალური პრიორიტეტი გახდა და ერთი წლის განმავლობაში მასშტაბური და უპრეცედენტო პროექტები განხორციელდა. შალვა ფიფიამ დეტალურად ისაუბრა ,,მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტზე", ,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტზე", ასევე სადრენაჟე და საირიგაციო სისტემების მოწესრიგების მიმართულებით ჩატარებულ სამუშაოებზე, სურსათის კონტროლის გამკაცრებულ მექანიზმებზე და ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობაზე.

MASHAV-ის ხელმძღვანელი დანიელ კარმონსი საქართველოში ახლადშექმნილი სოფლის მეურნეობის სამინისტროს რაიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების საქმიანობით დაინტერესდა. დანიელ კარმონსმა მზადყოფნა გამოთქვა საქართველოში სხვადასხვა პროეტქები განახორციელონ, მათ შორის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით. ებრაული მხარე მზადაა ქართველ ფერმერებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ.
ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრამა (MASHAV) 1958 წლიდან ფუნქციონირებს. აღნიშნული პროგრამა საქართველოში ისრაელის საელჩოს გახსნის დღიდან ამოქმედდა. მისი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია, შესაძლებლობა მისცეს ქართველ სპეციალისტებს, კვალიფიკაცია აიმაღლონ ისრაელის წამყვან სასწავლო დაწესებულებებში და შეძენილი ცოდნა კოლეგებს გაუზიარონ. ეს კი, ქვეყნის განვითარების მიმართულებით კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია.

ისრაელში ვიზიტი ფარგლებში, 22-24 ოქტომბერს სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია ქ.თელავივში ისრაელის სავაჭრო ბაზრობებისა და გამოფენების ცენტრში WATEC-ის (წყლის ტექნოლოგიებისა და გარემოს კონტროლის გამოფენა-კონფერენცია) გამოფენას დაესწრება.

წაკითხულია: 2154

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები
1
30 წელი წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში