ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩხეიძემ სამუშაო შეხვედრები გამართა „საფრანგეთის განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელებთან, საფრანგეთში არსებული პროფესიული ორგანიზაციების და ასოციაციების წარმომადგენლებთან, საფრანგეთის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სააგენტოს, მიწის მოწყობისა და სასოფლო დაწესებულებების სააგენტოს ხელმძღვანელებთან. შეხვედრებზე, საფრანგეთის გამოცდილების გათვალისწინებით, ფერმერთა ტრენინგების, ექსტენციის, მიწათსარგებლობის, სარწყავი სისტემით სარგებლობის, ასევე სერვისების განვითარების საკითხები განიხილეს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის შემადგენლობაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები შედიოდნენ.