ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს იწყებს
22/05/2012

პრესრელიზი

22 მაისი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
ვერიკო გულუა
veriko_gulua@yahoo.com

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს იწყებს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განმუხურში პრევენციის მიზნით საკარანტინო მავნებლის - თეთრი პეპლის წინააღმდეგ წამლობა დაიწყო. აღსანიშნავია, რომ მავნებლის გამოჩენის ერთეული შემთხვევები უკვე დაფიქსირდა. მიმდინარეობს კვერცხდება. საკურორტო ზონაში სააგენტოს სპეციალისტები ბიოლოგიური პრეპარატით, ე.წ. ცივი შესხურების ტექნოლოგიით ახორციელებენ წამლობით ღონისძიებებს.

სპეციალისტების პროგნოზით მავნებელი ივნისის დასაწყისიდან დაიწყებს მასიურ გავრცელებას, სააგენტოს საგაგნებო შტაბი, რომელიც დასავლეთ საქართველოში თეთრი პეპლის საწინააღმდეგო  ღონიძიებების  ორგანიზებისა და კოორდინაციის მიზნით  გასულ კვირას გაიხსნა ქალაქ ფოთში, სრულ მზადყოფნაშია.

საორგანიზაციო შტაბი უზრუნველყოფს სამეგრელოში, იმერეთში, გურიასა და აჭარის რეგიონში მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების ოპერატიულ  დაგეგმვასა და სამუშაოების კოორდინაციას.

მოსახლეობის ინფორმირების მიზნით შტაბი საინფორმაციო კამპანიის ჩატარებას, დარიგდება სპეციალური ფლაერები. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის ჩართულობა მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებში ძალიან მნიშვნელოვანია. აბლაბუდაში გახვეული მავნებლის ბუდეების ჩამოჭრა და განადგურება  საგრძნობლად  ამცირებს მათ რიცხოვნობას.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ახორციელებს მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს. მიმდინარე წელს მავნებლის  პირველ და მეორე თაობაზე, გავრცელების მაღალი რისკის კერებში დაგეგმილია 38000 ჰექტარზე ქიმიური წამლობის ჩატარება. პარალელულად, მუნიციპალიტეტებს გადაეცემათ სპეციალური პრეპარატები მოსახლეობაში დასარიგებლად.

 

წაკითხულია: 2243

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები
1
30 წელი წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში