ლაბორატორიაში შესაძლებელია მაღალი სტანდარტის კვლევების საფუძველზე მიიღოთ საერთაშორისოდ აღიარებული შედეგები.
ლაბორატორიაში მიმდინარეობს:
• ხორცის სიახლის განსაზღვრა;
• მჟავიანობის განსაზღვრა (სურსათი და ცხოველთა საკვები);
• წებოგვარას რაოდენობრივი და ხარისხობრივი განსაზღვრა;
• ენერგეტიკული ღირებულების განსაზღვრა;
• აქროლადი მჟავების განსაზღვრა;
• თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების განსაზღვრა.
2021 წლის მონაცემებით, სოფლის მეურნეობის სახელწმიფო ლაბორატორიის სურსათის კვლევის დეპარტამენტში შემოსულ ნიმუშებზე 13,034 კვლევა ჩატარდა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ბიოუსაფრთხოების ნორმების დაცვის მკაცრი მონიტორინგი მიმდინარეობს. ლაბორატორიაში დაცულია არსებული ეპიდემილოგიური ვითარების ფარგლებში დადგენილი ყველა რეგულაცია და მოთხოვნა, რაც უზრუნველყოფს ლაბორატორიის შეუფერხებლად მუშაობას.
დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისებისა და ფასების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე - http://sla.gov.ge/Ge
Tel:+995 32 253 09 68