ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
18/02/2025
სოციალურ-ემოციური უნარები

ახალი სასწავლო კურსი „სოციალურ-ემოციური უნარების" სწავლება წარმატებით განხორციელდა საქართველოს ხუთ უნივერსიტეტში.

სოციალურ-ემოციური უნარების შესახებ ცოდნა გაიღრმავეს სამცხე-ჯავახეთის, კავკასიის, ილიას, თელავის და ბათუმის სახელწიფო უნივერსიტეტის დაწყებითი განათლების მომავალმა მასწავლებლებმა.


სტუდენტებს მიეწოდათ ახალი სასწავლო კურსი, რომელიც მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის: ემოციების მართვა, ურთიერთობები, თვითშემეცნება, ემპათია და ალტრუიზმი, კომუნიკაციის უნარები და კრიტიკული აზროვნება, სტრესთან გამკვლავება, მოზარდობის და ახალგაზრდა ასაკის ფსიქიკური პრობლემები და სხვ. სწავლების კურსი შედგება 15 გაკვეთილისგან, რომელიც მოიცავს ემპირიულ ინტერაქციულ აქტივობებს, როლურ თამაშებს და დისკუსიებს.


აღნიშნული ცოდნის და უნარების ათვისება, დაეხმარება მომავალ მასწავლებლებს, შეიმეცნონ საკუთარი თავი, გამოიმუშავონ სტრესთან გამკლავების უნარები, უკეთესად გაიგონ და მართონ საკუთარი ემოციები. ეს ყველაფერი მათ საშუალებას მისცემს ჯანსაღი კომუნიკაცია დაამყარონ მომავალ მოსწავლეებთან, რაც ხელს შეუწყობს პოზიტიური ფსიქოლოგიური გარემოს შექმნას სკოლებში, სადაც ისინი იმუშავებენ.


"სოციალური და ემოციური უნარების სწავლება დამეხმარა აკადემიურად გაზრდაში. შემმატა თავდაჯერებულობის განცდა. თამამად მაღიარებინა ის, რომ მე ეს შემიძლია." თორნიკე ბერიძე - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი.
პროექტი ხორციელდება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორ, ლონდონის კინგს კოლეჯის (King's College London, UK) საუნივერსიტეტო კლინიკის კრიზისული სამსახურის ექიმ-ფსიქიატრ, კინგს კოლეჯის მოწვეული უფროსი ლექტორის სიმონ სურგულაძესის ინიციატივით.


სასწავლო კურსის ავტორები:


• სიმონ სურგულაძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ლონდონის კინგს კოლეჯის (King's College London, UK) საუნივერსიტეტო კლინიკის კრიზისული სამსახურის ექიმი-ფსიქიატრი, კინგს კოლეჯის მოწვეული უფროსი ლექტორი.


• თინა ცომაია, აკადემიურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი, ბალტიის და შავი ზღვის ალიანსის თავმჯდომარე.


• გიორგი ჭანტურია, განათლების სპეციალისტი, განათლების კოალიციის დირექტორი. გიორგის ინიციატივით ყოველწლიურად ტარდება მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსი.


• მედეა ზირაქაშვილი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი „გამმას" აკადემიური დირექტორი. მედეა არის მოწვეული ლექტორი ილიას სახელმწიფო და ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტებში.



პროექტის გენერალური სპონსორი:
გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი
პროექტის ოქროს სპონსორები არიან:
PASHA Bank Georgia და TBC ბანკი
საკონტაქტო პირი:
თამარ რევაზიშვილი,
პროექტის მენეჯერი
+995 511 16 52 15
tamar.revazishvili.1@iliauni.edu.ge


 


 

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 106