ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
სოციალური პასუხისმგებლობის აქცია " ნათელი ფერები ბავშვებს " ბილაინისგან გრძელდება
30/09/2011

 
პრესრელიზი

30 სექტემბერი,2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
თეონა ბაღდავაძე
597 97 03 53
tbagdavadze@beeline.ge

სოციალური პასუხისმგებლობის აქცია   "  ნათელი ფერები ბავშვებს "  ბილაინისგან  გრძელდება

თბილისი,  30   სექტემბერი  , 2011 წელი -  საქართველოს ბაზარზე ყველაზე დინამიურად მზარდი მობილური ოპერატორი ბილაინი   წყნეთის ბავშვთა სახლთან ერთად  საქველმოქმედო აქციას, "  ნათელი ფერები ბავშვებს"   აწყობს.

აქციის  ფარგლებში,  ბილაინის თანამშრომლების მიერ შეძენილი ბიბლიოთეკა გადაეცემა წყნეთის ბავშვთა სახლს,  ბიბლიოთეკა შედგება  300-მდე  დასახელების მხატვრული და შემეცნებითი ლიტერატურისგან.

წიგნების გარდა მოზარდებს სახატავი ალბომები, ფერადი ფანქრები და სწავლისა და  გართობისთვის საჭირო სხვა და სხვა ნივთებიც გადაეცემათ.

ქციის  ფარგლებში   1 ოქტომბერს,   11.00-ზე  ბილაინის თანამშრომლები წყნეთის ბავშვთა სახლს მოინახულებენ ( დაბა წყნეთი , ამილახვარის ქუჩა 40)

" ბილაინის მიერ ორგანიზებული საქველმოქედო აქცია განკუთვნილია ბავშვებისათვის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი მზურნველობა, მახარებს ის ფაქტიც, რომ აქციის ორგანიზება, ჩვენმა თანამშრომლებმა გადაწყვიტეს. " - განაცხადა ბილაინის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელძღვანელმა ლელა სალაყაიამ.

" როგორც დაგპირდით ეს აქცია არ არის ერთჯერადი და ის ფაქტი ,რომ ყველა ჩვენი ახალი ოფისი მზრუნველობამოკლებული ადამიანებისა დახმარებისკენ მიმართული აქტივობებით გაიხსნება,უკვე ჩვენთვის ტრადიციად იქცა  " - განაცხადა ბილაინის გენერალურმა დირექტორმა ანდრეი პიატახინმა.

" სოციალური პასუხისმგებლობის აქცია ნათელი ფერები ბავშვებს, უკვე ერთი წელია ხორციელდება როგორც თბილისში, ისე სხვა და სხვა რეგიონში.

ჩვენი მიზანია, რომ ჩვენს მიერ წამოწყებული საქმე, რაც ამ შემთხვევაში  ბავშვთა სახლებზე ზრუნვას გულისხმობს, ბოლომდე მივიყვანოთ, და ერთჯერადი აქტივობებით არ შემოვიფარგლოთ " - თეონა ბაღდავაძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

წაკითხულია: 2509