პრესრელიზი
22 ნოემბერი,2012
დაუყოვნებლივ გასავრცელებლად
საკონტაქტო პირი:
დაცული ტერიტორიების სააგენტო
პრ სპეციალისტი
ნათია მეტერეველი
ტელ 5 9918 94 18
სოციალური პროექტები თუშეთის მოსახლეობისთვის
პროექტი "განახლებადი ენერგია საქართველოს განაპირა რეგიონებისათვის- მზის ბატარეის სისტემა თუშეთში" ჩეხეთის განვითარების საგენტოების მიერ გასული წლიდან მიმდინარეობს. სისტემა, რომელიც მზის ენერგიის ხარჯზე მუშაობს თუშეთის ეროვნულ პარკში მცხოვრებ ოჯახებში უკვე დამონტაჟებულია.
კახეთის რეგიონში, მაღალმთიანი თუშეთის მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად 270 000 ევროს შესაბამისი ექვივალენტი ლარში დაიხარჯა.
პროექტის ბოლო ეტაპზე თუშეთის ადგილობროვი მაცხოვრებლებისათვის 67 მზის ენერგიის წყლის გამაცხელებელი, ოთხი 230 ვატიანი მზის ენერგიის გარდაქმნის სისტემა დამონტაჟდა. 41 ფერმერს კი კომპაქტური მზის ბატარეის სისტემა გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ პირველ ეტაპზე მზის გამაცხელების სისტემა 62 ოჯახს დაუმონტაჟდა, კომპაქტური მზის ბატარეის სისტემა 16 ფერმერს გადაეცა რამაც დადებითად იმოქმედა თუშეთში მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებაზე. რაზეც 250 ევროს შესაბამისი ექვივალენტი ლარში დაიხარჯა.
აღნიშნული პროექტი მოსახლეობას, გარემოს დაბინძურების გარეშე, ბუნებასთან ჰარმონიაში ცხოვრების საშუალებას აძლევს.
ჩეხეთის განვითარების სააგენტო 2010 წლიდან თანამშრომლობს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან. ერთობლივი პროექტის მიზანი თუშეთში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაა.