ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
სოციალური პროექტი იტალიაში ლეგალურად მყოფი ქართველი ემიგრანტებისთვის
11/07/2013

პრესრელიზი

11 ივლისი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

აკონტაქტო პირი:
სალომე კუკავა,
კორპორაციული კომუნიკაციების მენეჯერი
ტელ: 2 424181 577 155 150
E-mail:
skukava@agh.ge

სოციალური პროექტი იტალიაში ლეგალურად მყოფი ქართველი ემიგრანტებისთვის

იტალიაში ლეგალურად მყოფი ქართველი ემიგრანტებისთვის, „ალიანს ჯგუფ კაპიტალმა" სატესტოდ შეიმუშავა სოციალური პროექტი, რომელიც უცხოეთში მომუშავე საქართველოს მოქალაქეებს კერძო მევახშეებისგან მაღალ პროცენტში აღებული სესხის გადაფარვაში დაეხმარება, იაფი რესურსის შეთავაზებით.

პროექტი იტალიაში არსებული „ემიგრანტთა ასოციაციის" მეშვეობით განხორციელდა, რომელიც ქართველ ემიგრანტებს საბუთების და სხვა პრობლემური საკითხების მოგვარებაში ეხმარებოდა.
საპილოტე რეჟიმში, პროგრამის მიმდინარეობისას გამოიკვეთა, რომ ქართველ ემიგრანტებს არ ჰქონდათ ვადაგადაცილება და გრაფიკის მიხედვით იხდიდნენ სესხს, რის შემდეგაც, პროექტში „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ალიანს ჯგუფიც" ჩაერთო და დამატებით გასცა სესხები სატესტო რეჟიმში თითო მსესხებელზე 3,000 დოლარის ფარგლებში, მაქსიმუმ 3 წლიანი ვადით, უზრუნველყოფის გარეშე.

„ალიანს ჯგუფი კაპიტალი" პირველი ქართული კომპანიაა, რომელმაც ემიგრანტებზე სესხის გაცემა დაიწყო.

წაკითხულია: 2445