პრესრელიზი
სოციალური ფორუმი
გერმანული საერთაშორისო ორგანიზაციის „არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის", საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის" ორგანიზებითა და ამერიკის სახელმწიფო დეპატრამენტის ფინანსური ხელშეწყობით, 25 სექტემბერს, ქალაქ ბორჯომში, ჩატარდა პროექტის "სოციალური საწარმოები იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საქართველოში" ფარგლებში დაგეგმილი სოციალური ფორუმი.
სოციალური ფორუმის მიზნად ისახავდა მოწვეული სტუმრებისთვის და ფართო საზოგადოებისთვის მომხდარიყო პროექტის დეტალური გაცნობა, სოციალური მეწარმეობის როლისა და მნიშვნელობის გაზიარება.. ფორუმის განმავლობაში მოხდა საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტების პრეზენტაცია. შეხვედრაზე ჩართული მხარეები გაეცნენ, როგორც ბიზნესზე ორიენტირებულ სოციალურ საწარმოებს, ასეცე სერვისის მიმწოდებელ საწარმოებს. თითოეულ ბენეფიციარს საშუალება ჰქონდათ ინდივიდუალურად წარედგინათ საკუთარი გამარჯვებული პროექტი, რომელიც შიდა ქართლში განხორციელდება. ფორუმზევე ასევე გაფორმდა მემორანდუმი ადგლობრივ თვითმმართველობასთან.
25 სექტემბერს გამართულ სოციალურ ფორუმში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლებმა, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებმა და სოციალური მეწარმეებმა, რომლებიც უკვე ანხორციელებენ პროექტს საზღვრისპირა რეგიონებში. ფორუმის მონაწილეებმა ერთხმად აღნიშნეს პროექტის საჭიროებისა და სოციალური ღირებულების მნიშვნელობა.
პროექტი გასული წლის სექტემბერში დაიწყო და მიზნად ისახავს იძულებით გადაადგილებულ პირთა და საზღვრისპირა გამყოფ ზოლთან მცხოვრებ პირთათვის სოციალური საწარმოების დაფუძნებას და ზოგადად სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობას რეგიონში.
პროექტი "სოციალური საწარმოები იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საქართველოში", რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება რამოდენიმე ფაზას მოიცავს. პირველი სამი ფაზა წარმატებით ჩატარდა შიდა ქართლის რეგიონში და მისი მიმდინარეობის განმავლობაშიც დაიგეგმა და განხორციელდა შემდეგი აქტივობები: I ფაზა: საინფორმაციო შეხვედრები დევნილთა ჩასახლებებში და საინფორმაციო კამპანია. II ფაზა: დაინტერესებულ და ჩართულ პირთა სემინარები სოციალური საწარმოების ფუნქციონირებისა და სარგებლიანობის შესახებ. III ფაზა: დაინტერესებულ პირთა ტრენინგი სოციალური საწარმოების მართვისა და ფუნქციონალობის მიმართულებით.
პირველი სამი აქტიური ფაზის შემდეგ, შიდა ქართლში უკვე გამოცხადდა საგრანტო კონკურსი, სადაც 85 განაცხადი შევიდა. რთული შესარჩევი პროცესის შემდეგ შეირჩა 7 პროექტი და დაფინანსდა 4 ბიზნესზე ორიენტირებული, 3 კი სერვისების მიმწოდებელი სოციალური საწარმო.
ამ ეტაპზე არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის ხელშეწყობით უკვე მოქმედებს სოციალური საწარმოები სამეგრელოში, პანკისსა და ქვემო ქართლში.
ASB-საქართველო: ASB-მ საქართველოში საქმიანობდა 1992-1997 წლებში, ხოლო 2010 წელს, ქ. კიოლნის ფედერალური ოფისის ინიციატივით, საქართველოში გაიხსნა ASB-ს ოფისი. დღეს ASB საქართველოში მუშაობს სოციალური სერვისების, კატასტროფის რისკების შემცირებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა რეინტეგრაციის კუთხით. ამ მიმართულებით ორგანიზაცია ახორციელებს რამდენიმე პროექტს მთელი ქვეყნის მასშტაბით. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდს www.asb-georgia.org
საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი", დაარსებული 1995 წელს, არის ქართული, არასამთავრობო, არამომგებიანი ორგანიზაცია, რომლის მისიაა კონფლიქტით დაზარალებული და სხვა სოციალურად დაუცველი პირების საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მათი სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაციის უზრუნველყოფა. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდს: www.chca.org.ge
პროექტის ფინანსური მხარდამჭერი: ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი