ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
სპეციალური ფასი HYUNDAI-ს ავტომობილებზე
08/08/2013

პრესრელიზი   

8 აგვისტო, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
  

საკონტაქტო პირი:
ხათუნა კაკაბაძე
მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი
საქართველოს ბანკი
(8 32) 2 444 444 *3252
(5 99) 206 246
khkakabadze@bog.ge

სპეციალური ფასი HYUNDAI-ის ახალ ავტომანქანებზე მათთვის ვინც საქართველოს ბანკის ავტოსესხით ისარგებლებს


თბილისი, 8 აგვისტო 2013 - საქართველოს ბანკი, საქართველოს წამყვანი ბანკი, მომხმარებელს აძლევს არაჩვეულებრივ შესაძლებლობას, საუკეთესო პირობებით შეიძინოს ახალი ავტომანქანა სალონიდან - HYUNDAI i40 ან HYUNDAI VELOSTER-ი. ავტომანქანის შესაძენად, მომხმარებელს შეუძლია სალონშივე შეავსოს განაცხადი და მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი საბუთით ისარგებლოს ავტოსესხით 255 აშშ დოლარიდან თვეში. საქართველოს ბანკის ავტოსესხით სარგებლობის შემთხვევაში, ხსენებული ავტომანქანების მოდელებზე სპეციალური ფასდაკლებაა - Hyundai i40-ის შემთხვევაში მომხმარებელი დაზოგავს 4,050 აშშ დოლარს, ხოლო Hyundai Veloster-ის შეძენის შემთხვევაში 2,500 აშშ დოლარს. შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელს ასევე შეუძლია გადაცვალოს მისი ძველი ავტომობილი. დამატებით, საქართველოს ბანკი სთავაზობს მსურველს თავად გამოცადოს მანქანა, უფასო ტესტ-დრაივზე წინასწარ ჩაწერით, ნომერზე: 251 77 99

აღსანიშნავია შეთავაზებული მოდელების ფასიც - $29,500 Hyundai i40-ისთვის და $21,500 Hyundai Veloster-ისთვის. ეს არის ხსენებულ მოდელებზე ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასი, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. 

შეთავაზებისა და ფასდაკლების, ასევე ავტომობილების შესახებ ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია სპეციალურ ვებგვერდზე: www.newauto.ge

 

 

წაკითხულია: 2350