პრესრელიზი
9 აგვისტო, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
დიანა ველენგურსკაია
მობ: 599 47 48 54
სპეციალური ღონისძიება „თეგეტა მოტორსის" სტუდენტური პროექტის გამარჯვებულებისთვის
9 აგვისტოს 21:00 სთ-ზე კომპანია „თეგეტა მოტორსის" ღია ვერანდაზე სტუდენტური პროექტის „დაიწყე კარიერა წარმატებით" დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება. ღონისძიებაზე ასევე გამოვლინდებიან ბლოგერების კონკურსის „მე და ავტოსპორტი" გამარჯვებულები.
სპეციალურად შექმნილ სასიამოვნო გარემოში სტუდენტებს შეეძლებათ უკეთ გაიცნონ ერთმანეთი და გაუზიარონ პროექტის მსვლელობისას მიღებული შთაბეჭდილებები კომპანიის მენეჯმენტს. საღამოს მუსიკალურად გააფორმებს ჯაზ ბენდი, ხოლო სტუმრებს კოქტეილებით გაუმასპინძლდება ღონისძიებისთვის მოწვეული ბარმენი.
ღონისძიებაზე გამოვლინდება ვინ გახდა კომპანიის რჩეული და პროექტის „დაიწყე კარიერა წარმატებით" საბოლოო გამარჯვებული. ფინალისტებს დააჯილდოვებს „თეგეტა მოტორსის" გენერალური დირექტორი: გიორგი მშვილდაძე. გამარჯვებული სტუდენტები გაივლიან 2 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას „თეგეტა მოტორსში", დასაქმდებიან კომპანიის სტრატეგიული განვითარების პროექტებში და შეურთდებიან ერთ-ერთ მოწინავე გუნდს. „ბლოგერების კონკურსის" გამარჯვებულები კი გაემგზავრებიან ქ. ბათუმში „ბრიჯსტოუნის შავი ზღვის თასის" გრანდიოზულ ღონისძიებაზე დასასწრებად.
პროექტში გამარჯვებული სტუნდენტები რამდენიმე ეტაპის მიხედვით გამოვლინდნენ: პირველი ეტაპი გულისხმობდა საპროექტო დავალების შესრულებას, შემდეგი ეტაპები კი პროექტების დეტალურ დამუშავებასა და კომპანიის მენეჯმენტთან ინდივიდუალურ გასაუბრებებს დაეთმო.
ერთთვიანი პროექტის მანძილზე სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, სიღრმისეულად შეესწავლათ კომპანიის მუშაობის სპეციფიკა, გამოევლინათ საკუთარი ნიჭი, ცოდნა, უნარები და შრომისმოყვარეობა, წარმოედგინათ ახალი იდეები.
სპეციალური სტუდენტური კონკურსი „დაიწყე კარიერა წარმატებით" „თეგეტა მოტორსმა" 1 თვის წინ წამოიწყო. კონკურსს პირველივე დღიდან საზოგადოების დიდი ინტერესი მოყვა. კონკურსის მეორე ეტაპზე კი სხვადასხვა უნივერსიტეტის ასობით სტუდენტს შორის შერჩეული საუკეთესო პროექტების ავტორებისთვის „თეგეტა მოტორსის" სათაო ოფისში მოეწყო ღია კარის დღე და შეხვედრა კომპანიის უმაღლეს მენეჯმენტთან, სადაც პროექტის მონაწილეებს მიეცათ საშუალება, უკეთ გაცნობოდნენ კომპანიის საქმიანობის სპეციფიკას და გაეზიარებინათ მრავალწლიანი წარმატებული განვითარების გამოცდილება. სტუდენტებმა ასევე, დაათვალიერეს კომპანიის ცენტრალური ფილიალი და სერვის ცენტრი.