ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
სპორტული მედიცინის კლინიკა
11/02/2015

პრესრელიზი

11 თებერვალი,2015
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
სპორტული მედიცინის კლინიკა
smclinic13@gmail.com

სპორტული მედიცინის კლინიკა

სრულიად ახალი წამოწყება საქართველოში

 

11 თებერვალს, 14:00 საათზე, „შევარდენის" რაგბის სანაკრებო ბაზაზე გაიხსნება სპორტული მედიცინის კლინიკა, რომელიც ტრავმების მკურნალობის განსხვავებული მიდგომითა და სარეაბილიტაციო მეთოდით სრულიად ახალი წამოწყებაა საქართველოში. სპეციალური მოწვევით კლინიკაში ბრიტანელი ოსტეოპათი ედ ბარი იმუშავებს, რომელსაც ძვალ-კუნთოვანი დაავადებების მკურნალობისა და რებილიტაციის უდიდესი გამოცდილება აქვს. 

კლინიკის პრეზენტაციას დაესწრებიან მსოფლიო და ევროპის ჩემპიoნი კიკ ბოქსინგში გიგა ჭიკაძე, რაგბის ეროვნული ნაკრების წევრები, ყოფილი და მოქმედი ფეხბურთელები და წყალბურთელები, სპორტისა და ახალგაზდობის საქმეთა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები. 

ოსტეოპათია გამოიყენება სპორტის ან ყოველდღიური აქტივობების შედეგად მიღებული ტრავმების სამკურნალოდ. მეთოდის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ექიმი ხელით ახორციელებს პათოლოგიური პროცესის ლოკალურ დიაგნოსტიკას, რბილი და სრულიად უმტკივნეულო მანიპულაციებით ხსნის დისფუნქციას და დაზიანებულ ორგანოში სწრაფადვე აღადგენს სისხლის ნორმალურ მიწოდებას, რაც პირველივე პროცედურაზე ხსნის ტკივილის შეგრძნებას. აღნიშნული მეთოდი გამოიყენება არა მხოლოდ მკურნალობის, არამედ განმერებითი ტრავმების თავიდან აცილების მიზნით.

 

2015 წელს საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები მეოთხეჯერ იღებს მონაწილეობას რაგბის მსოფლიო ჩემპიონატში. მორაგბეების ჯანმრთელობის აღდგენაზე სწორედ სპორტული მედიცინის კლინიკის ოსტეოპათი ედ ბარი იზრუნებს. სპორტული მედიცინის კლინიკა მორაგბეებთან და სხვა სპორტსმენებთან ერთად რიგით მოქალაქეებსაც მოემსახურება.

წაკითხულია: 3711