ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
სს „ალიანს ენერჯიმ“ ჰესის მშენებლობის მესამედი უკვე დაასრულა
21/03/2013
  პრესრელიზი

20 მარტი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი: სალომე კუკავა
ტელ: 2 42 41 81
მობ:  577 155 150
ელ-ფოსტა:
skukava@agh.ge  
ვებ გვერდი:
 http://www.aen.ge/   

სს „ალიანს ენერჯიმ" ჰესის მშენებლობის მესამედი უკვე დაასრულა

სს „ალიანს ენერჯსა" და საქართველოს მთავრობას შორის 2011 წლის 18 ნოემბერს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე, კომპანიას დაწყებული აქვს ნაბეღლავიჰესის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა გურიის რეგიონის სოფელ ბუქსიეთში. საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანია BDO-მ განახორციელა აუდიტორული დასკვნა, 2012 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 30 ნოემბრამდე, კომპანიის მიერ პროექტში განხორციელებული ინვესტიციის შესახებ. აუდიტორული დასკვნის მიხედვით, კომპანიას უკვე განხორციელებული აქვს დღგ-ს ჩათვლით 900,000 ლარამდე ინვესტიცია. პროექტის სრული ღირებულება 2.8 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

დღეის მდგომარეობით, კომპანიამ უკვე დაასრულა მშენებლობის მესამედი. მიმდინარეობს კაშხლისა და გვირაბის მშენებლობა. უახლოეს მომავალში, დაიდება ხელშეკრულება ტურბინების მწარმოებელ საერთაშორისო კომპანია BFL Hydro-თან. პროექტზე დასაქმებულია 60-მდე ადგილობრივი მოსახლე.

კომპანია „ალიანს ენერჯი" 2011 წელს დაარსდა. კომპანიის მიზანია გამოიყენოს ქვეყანაში არსებული ბუნებრივი რესურსები, ჰიდრო, ქარის, მზის და თერმო ენერგიის წარმოებისათვის. კომპანიის საქმიანობა დაფუძნებულია მდგრადი განვითარების პრინციპებზე და უზრუნველყოფს მიკრო, მცირე, საშუალო და დიდი ზომის ჰესების მშენებლობასა და საკონსულტაციო საქმიანობას ენერგეტიკის სფეროში. კომპანია „ალიანს ენერჯი" საფინანსო და საინვესტიციო ჯგუფის, სს „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის" წევრია.

წაკითხულია: 2154