პრესრელიზი
18 ივნისი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
თეონა ბაღდავაძეს|
+995 97 97 03 53
TEONABAGDAVADZE@GMAIL.COM
სს ''ვიმპელკომის'' ორგანიზაციულ სტრუქტურაში ცვლილებებია
[PUBLICITY.GE] თბილისი, 18 ივნისი, 2010- სს " ვიმპელკომის" , რომელიც შპს " მობიტელის" Beeline TM 51 %-ს ფლობს, ორგანიზაცულ სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა.
ვიმპელკომი ამიერიდან, ოთხი ბიზნეს ერთეულისაგან შესდგება, რომლებიდანაც, ერთი რუსეთის, მეორე უკრაინის, მესამე ყოფილი დ.ს.თ-ს სივრცეს, ხოლო მეოთხე საერთაშორისო ბიზნესის მართვით იქნება დაკავებული.
ბიზნეს ერთეულში, რომელიც ყოფილი დ.ს.თ-ს სივრცეში მომქმედი ბიზნესის მართვით იქნება დაკავებული, საქართველოს გარდა შედიან: სომხეთი, ტაჯიქეთი, ყაზახეთი,ყირგიზეთი.
თითოეული ბიზნეს ერთეული დაექვემდებარება ვიმპელკომის სათაო ოფისს, რომელიც ამსტერდამში მდებარეობს.
იმედი გვაქვს, ვიმპელკომში მიმიდნარე ცვლილებები, საქართველოში Beeline-ის მუშაობაზე დადებით გავლენას მოახდენს. სათაო ოფისი, რომელიც ამსტერდამში მდებარეობს, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენი კომპანია კიდევ უფრო დაუხალოვდება ევროპული ბიზნესის მართვის სტანდარტებს. " - განაცხადა ბილაინის გენერალურმა დირექტორმა ანდრეი პიატახინმა.