ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია მალე საერთაშორისო აკრედიტაციას მიიღებს
10/08/2013

პრესრელიზი

10 აგვისტო, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მარშალ გელოვანის გამზირი #6, თბილისი
nfomoa@moa.gov.ge www.moa.gov.ge
ტელ: 237 80 09
მობ: 599 50 26 19

სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია მალე  საერთაშორისო აკრედიტაციას მიიღებს

სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია აქტიურად მუშაობს ISO 17025 - ის მისაღებად. ლაბორატორიის ხელმძღვანელობამ განაცხადი უკვე შეიტანა ამერიკის შეერთებული შტატების აკრედიტაციის ორგანოში ANSI-ში (ამერიკის ნაციონალური სტანდარტების ინსტიტუტი). უახლოეს მომავალში ANSI-ის სპეციალისტები (აუდიტები) საქართველოში ჩამოვლენ და ადგილზე შეამოწმებენ აკმაყოფილებს თუ არა ლაბორატორია საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს.

დადებითი პასუხის შემთხვევაში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია ISO 17025-ს აკრედიტაციას მიიღებს როგორც ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის კუთხით, ასევე საკვები პროდუქტების ექსპერტიზის მიმართულებით.

საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიის არსებობა, საშუალებას მისცემს ქართული პროდუქცია ექსპორტზე გავიდეს როგორც ევროპის, ისე ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე.
სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია ასევე, აქტიურად მუშაობს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ხარისხის მენეჯმენტის სისტემის დანერგვის საკითხზე, რაც საფუძველი გახდება მომავალი წლის დასაწყისში მოხდეს განაცხადის შეტანა ISO 9001:2008-ის სერტიფიკატის მისაღებად.

 

წაკითხულია: 2396

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები
1
30 წელი წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში