ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ პროექტი „შვილობილი ბიზნესი“.
28/02/2013
 

პრესრელიზი

28 თებერვალი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია
მის: თბილისი, ვაჟა ფშაველას №76 ბ
ტელ: (+995) 32 2300 203; მობ: 579 900907;574 077747;
ელ.ფოსტა: ntopuria@cync.ge                                             
ვებ-გვერდი: www.cync.ge                             

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის"  პროექტი  „შვილობილი ბიზნესი"

პროექტში გამარჯვებული საინიციატივო გუნდების დაჯილდოება.

1 მარტს , პარასკევს,11:30 საათზე, სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის" ოფისში (ვაჟა ფშაველას 76ბ)  სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი" ფულადი თანხით დააჯილდოვებს „შვილობილი ბიზნესის" გამარჯვებულ 2 საინიციატივო გუნდს.

პროექტი - „შვილობილი ბიზნესი",  ითვალისწინებდა შესაბამისი ბიზნეს იდეების მქონე ახალგაზრდებისათვის გრანტების გაცემას. კონკურსის შედეგად გამოვლინდა 2 გამარჯვებული  საინიციატივო ჯგუფი. მათ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი" სტატუსით „შპს" აიყვანს ,,შვილობილ" კომპანიად და გადასცემს ფულად თანხას:

 შპს ,,მესხეთი" (სპორტული კლუბის მოწყობა ახალციხეში) -  8050 ლარი

შპს ,, GNG & Co." (სარეკლამო ტელევიზორების/,,ლაითბოქსების" დამონტაჟება ტაქსებზე) - 8000 ლარი

 

 

წაკითხულია: 2167