ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
სტაჟირება ამერიკის შეერთებულ შტატებში
21/05/2007

 

პ რ ე ს რ ე ლ ი ზ ი

21 მაისი, 2007
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი: ბერდია ნაცვლიშვილი
ტელ: 250071/223847 
ელ.ფოსტა:
berdia@projectharmony.ge
ვებ.გვერდი:
www.ccgeorgia.ge

სტაჟირება ამერიკის შეერთებულ შტატებში

[PUBLICITY.GE] თბილისი, 21 მაისი, 2007 – საზოგადოებრივი კავშირების პროგრამა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება იწყებს 2007 წლის შერჩევის პროცესს. წელს საქართველოდან 50  მონაწილე აირჩევა, რომელიც საზოგადოებივი კავშირების პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას. პროფესიონალების შერჩევა მოხდება შემდეგი სფეროებიდან: საგამოძიებო ჟურნალისტიკა ბეჭდვით მედიაში, ნარკომანიის პრევენცია, ჯანდაცვის პროფესიული ასოციაციები, გარემო და ჯანმრთელობა და ღვინის ტურიზმი კახეთის რეგიონიდან. პროფესიული ჯგუფები გაემგზავრებიან აშშ-ში 3 კვირით ოქტომბერსა და ნოემბერში.

საზოგადოებრივი კავშირებია პროგრამა ხელს უწყობს სახალხო დიპლომატიის, ეკონომიკური ზრდისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას საქართველოში. ეს არის პრაქტიკული სტაჟირების პროგრამა აშშ-ში, რომელიც მოიცავს სემინარებს, შეხვედრებს, ადგილზე ვიზიტებს და ამერიკელ პროფესიონალებთან პირისპირ შეხვედრებს პრაქტიკული სტაჟირებების ჩათვლით. პროგრამის მონაწილეები გადიან სამკვირიან სტაჟირებას და ცხოვრობენ ამერიკელ მასპინძელ ოჯახებში. ყველა ხარჯს, როგორიცაა მგზავრობის ღირებულება აშშ-ში, დაზღვევა, პროფესიული და კულტურული პროგრამები, საცხოვრებელი ადგილის გადასახადი და კვება ფარავს ორგანიზაცია გარდა პროგრამის მონაწილეთა პასპორტის ღირებულებისა და საქართველოს ფარგლებში მგზავრობისა.

საზოგადოებრივი კავშირების პროგრამა:

  • უზრუნველყოფს მონაწილეებს პროფესიული ტრენინგებით და აცნობს მათ ამერიკის თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ყოველდღიურ საქმიანობას;
  • ხელს უწყობს საქართველოში საზოგადიებრივ და კერძო სექტორებს შორის პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას;
  • ამყარებს კავშირებს აშშ-ს შტატებსა და საქართველოს რეგიონებს შორის.

პროგრამის წარმატების ერთ-ერთი  მაგალითია საინფორმაციო ტექნოლოგიების ასოციაციის ჩამოყალიბება  საქართველოში. ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივი კავშირების პროგრამის მონაწილეებმა 2007 წელს აშშ-ში სტაჟირებიდან ჩამოსვლის შემდეგ ჩამოაყლიბეს ასოციაცია, რომლის მიზანია საქართველოში საინფრმაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიის განვითარება. საზოგადოებრივი კავშირების პროფესიული პროგრამის კურსდამთავრებულებს, რომლებიც იყვნენ სახელმწიფო სააგენტოს, კერძო კომპანიებისა და საგანმანათლებლო ინსტიტუტების წარმომადგენლები, მასპინძლობდა ჩრდილოეთ კაროლონის რისერჩ თრაიანგლ პარკი. საქართველოში ასოციაციის ჩამოყალიბების იდეა დაიბადა ჯგუფის ჩრდილოეთ კაროლინის ტექნოლოგიის ასოციაციაში ვიზიტის დროს. ახლადჩამოყალიბებული ასოციაცია დაიცავს საინფორმაციო ტექნოლოგიების უფლებებს საჯარო სექტორში, აქტიურად მიიღებს მონაწილეობას კანონმდებლობის შემუშავებაში და მის წევრებს პროფესიული განვითარებისა და ახალი კონტაქტების დამყარების საშუალებას მისცემს.


ორგანიზაციის შესახებ:
საზოგადოებრივი კავშირების პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ, რომელსაც ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია “პროექტი ჰარმონია - საქართველო”.

  ###

წაკითხულია: 9185