პ რ ე ს რ ე ლ ი ზ ი
დაუყოვნებელი გავრცელებისთვის
15 თებერვალი, 2008 წელი
საკონტაქტო პირი: თამარ ფრუიძე
ტელ: 223847; 250071
ელ.ფოსტა: tamuna@projectharmony.ge
ვებ.გვერდი: http://www.ccgeorgia.ge/
სტაჟირება ამერიკის შეერთებულ შტატებში:
იწყება ქართველი პროფესიონალების შერჩევა საზოგადოებრივი კავშირების 2008 წლის პროგრამებისათვის
[PUBLICITY.GE] თბილისი, 15 თებერვალი, 2008 - საზოგადოებრივი კავშირების პროგრამა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება, იწყებს 2008 წლის შერჩევის პროცესს. წელს საქართველოდან 60 მონაწილე შეირჩევა. პროფესიონალების შერჩევა მოხდება შემდეგი სფეროებიდან: ფილმის წარმოება, პროფესიული განათლება და ბიზნესის მხარდაჭერა, ტოლერანტობა და ეთნიკური უმცირესობების უფლებები, გარემოს დაცვა ტურისტულ ზონებში, თემის განვითარება - სკოლის ადმინისტრირება და რეგიონალური მედია საშუალებების მართვა. ექვსივე პროფესიული ჯგუფი გაემგზავრება აშშ-ში 3 კვირით 2008 წლის განმავლობაში.
საზოგადოებრივი კავშირების პროგრამა ხელს უწყობს სახალხო დიპლომატიის, ეკონომიკური ზრდისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას საქართველოში. პროგრამა მოიცავს სემინარებს, შეხვედრებს, ადგილზე ვიზიტებს და ამერიკელ პროფესიონალებთან პირისპირ შეხვედრებს. პროგრამის მონაწილეები გადიან სამკვირიან სტაჟირებას და ცხოვრობენ ამერიკელ მასპინძელ ოჯახებში. ყველა ხარჯს, როგორიცაა მგზავრობის ღირებულება აშშ-ში, დაზღვევა, პროფესიული და კულტურული პროგრამები, საცხოვრებელი ადგილის გადასახადი და კვება ფარავს პროგრამა გარდა მონაწილეთა პასპორტის ღირებულებისა და საქართველოს ფარგლებში მგზავრობისა.
საზოგადოებრივი კავშირების პროგრამა:
პროგრამის წარმატების ერთ-ერთი მაგალითია საინფორმაციო ტექნოლოგიების ასოციაციის ჩამოყალიბება საქართველოში. ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივი კავშირების პროგრამის მონაწილეებმა 2007 წელს აშშ-ში სტაჟირებიდან ჩამოსვლის შემდეგ ჩამოაყლიბეს ასოციაცია, რომლის მიზანია საქართველოში საინფრმაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიის განვითარება. საზოგადოებრივი კავშირების პროფესიული პროგრამის კურსდამთავრებულებს, რომლებიც იყვნენ სახელმწიფო სააგენტოს, კერძო კომპანიებისა და საგანმანათლებლო ინსტიტუტების წარმომადგენლები, მასპინძლობდა ჩრდილოეთ კაროლონის რისერჩ თრაიანგლ პარკი. საქართველოში ასოციაციის ჩამოყალიბების იდეა დაიბადა ჯგუფის ჩრდილოეთ კაროლინის ტექნოლოგიის ასოციაციაში ვიზიტის დროს. ახლადჩამოყალიბებული ასოციაცია დაიცავს საინფორმაციო ტექნოლოგიების უფლებებს საჯარო სექტორში, აქტიურად მიიღებს მონაწილეობას კანონმდებლობის შემუშავებაში და მის წევრებს პროფესიული განვითარებისა და ახალი კონტაქტების დამყარების საშუალებას მისცემს.
ორგანიზაციის შესახებ:
საზოგადოებრივი კავშირების პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ, რომელსაც ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია "პროექტი ჰარმონია - საქართველო".
###