ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
სტეიქჰოლდერების შეხვედრა ბათუმში „კინოინდუსტრიის და კინოფესტივლების განვითარების პერსპექტივები აჭარის რეგიონში"
04/05/2012

პრესრელიზი

4 მაისი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
ზვიად ელიზიანი,
BIAFF კინოფესტივალის მენეჯერი
ელ. ფოსტა: marketing@biaff.org
ტელ: 599-482181
ინტერნეტი: http://www.biaff.org/
http://www.biaffbatumi.wordpress.com/
www.facebook.com/biaffbatumi
www.twitter.com/biaffbatumi
www.youtube.com/biaffbatumi
http://www.flickr.com/photos/biaffbatumi

სტეიქჰოლდერების შეხვედრა ბათუმში  კინოინდუსტრიის  და კინოფესტივლების განვითარების პერსპექტივები აჭარის რეგიონში"

ბათუმის ხელოვანთა სახლი "არგანი",   „ღია საზოგადოება საქართველოს"  მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ქ. ბათუმში 4-5 მაისს  გეგმავს სტეიქჰოლდერების 2 დღიან სამუშაო შეხვედრას თემაზე:  კინოინდუსტრიის  და კინოფესტივლისგანვითარების პერსპექტივები აჭარის რეგიონში".

შეხვედრის განრიგი - 4 მაისი  -  13.30-17.30;    5 მაისი - 11.00-14.30;

შეხვედრის ადგილი - ქ. ბათუმი, სასტუმრო „ჩაო"-ს საკონფერენციო დარბაზი. მის: ქ. ბათუმი, ზ.გორგილაძის (ერა) ქ. 75

შეხვედრის მიზანია - სამუშაო შეხვედრის ფორმატში წარმოდგენილი იქნეს აჭარის რეგიონში კინოინდუსტრიის განვითარების კუთხით არსებული რეალობა და პერსპექტივები, კინოხელოვნების პოპულარიზაციის გზები, კინოფესტივალების განვითარების მხრივ არსებული სიტუაცია და მისი მნიშვნელობა რეგიონის კულტურული ცხოვრების გააქტიურების, რეგიონის პოპულარიზაციის, ტურიზმის და კინოინდუსტრიის განვთარების ხელშეწყობის კუთხით. ასევ განხილული იქნება  სხვადასხვა სტეიქჰოლდერების - საერთაშორისო ორგანიზაციების, დონორების სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო სექტორის თანამშრომლობის ეფექტური  გზები.

შეხვედრის  ფარგლებში, მონაწილე ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი იქნება  საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, ინფორმაცია მიზნობრივი და საგრანტო პროგრამების შესახებ, რომლებიც ორიენტირებულია კინოს და ზოგადად კულტურის სფეროს განვითარებაზე და ა.შ. BIAFF კინოფესტივალის ორგანიზატორები წარმოადგენენ ინფორმაციას კინოფესტივალის ორგანიზების წარსული გამოცდილების, განვითარების სტრატეგიის და სხვადასხვა პროგრამების შესახებ, რომლის რეალიზაციაც დაგეგმილია სამომავლოდ სამთავრობო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.  შეხვედრის მეორე დღეს მოხდება აჭარაში კინოინდუსტრიის განვითარების, კინოს პოპულარიზაციის პრაქტიკული ნაბიჯების/პროგრამების/ პროექტების/წინადადებების განხილვა და ამ კუთხით სამთავრობო, კერძო/არასამთავრობო და საერთაშორისო  ორგანიზაციების/დონორების ერთობლივი მუშაობის/თანამშრომლობის გზების განსაზღვრა.

შეხვედრის მონაწილეები  -     BIAFF კინოფესტივალი (ორგანიზატორი),   საქართველოს ეროვნული კინოცენტრი,   აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო,  ბათუმის მერია,  აჭარის მთავრობის აპარატი, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი და ტურიზმის სააგენტო,  ბათუმში ხელოვნების სფეროში სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზატორები (ანიმაციური ფესტივალი „თოფუზი" და ა.შ.),     ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი,   კინოინდუსტრიის წარმომადგენლები (კინორეჟისორები, პროდიუსერები, კინომცოდნეები),    საერთშორისო ორგანიზაციები - OSF/"ღია საზოგადოება საქართველო", British Council, ფრანგული ინსტიტუტი  და ა.შ

 

წაკითხულია: 2334