ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
სტუდენტური კონკურსი “ჩემი რუსთაველი”
08/03/2016
სტუდენტური კონკურსი "ჩემი რუსთაველი"

ოთხშაბათს, 9 მარტს, 18:00 საათზე, რუსთაველის თეატრში, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ერთობლივად წარადგენენ სტუდენტური ნაშრომების ეროვნულ კონკურსსა და გენდერული თანასწორობის კამპანიას „ჩემი რუსთაველი".

პრეზენტაცის გახსნიან გაეროს ხელმძღვანელი საქართველოში - ნილს სკოტი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - თამარ სანიკიძე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი - მიხეილ გიორგაძე, და საქართველოში შვედეთის საელჩოს წარმომადგენელი - ჰელენა სანჩო.

პრეზენტაციის მსვლელობაში გაიმართება მცირე თეატრალური წარმოდგენა - რუსთაველის თეატრის მსახიობები წაიკითხვენ ნაწყვეტებს „ვეფხისტყაოსნიდან". ხოლო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) გენდერული თანასწორობის პროექტის ხელმძღვანელი - ქეთევან მახარაშვილი ისაუბრებს გენდერული თანასწორობის გრძელვადიანი კამპანიის შესახებ, რომელიც 2016 წლის ბოლომდე გაგრძელდება.

პრეზენტაციას დაესწრებიან საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის რექტორები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ღონისძიება ჩატარდება გენდერული თანასწორობის წლევანდელი კვირეულის ფარგლებში, რომელიც ტრადიციულად მარტის პირველ დღეებში იმართება.

მედიას ვიწვევთ დასასწრებად:
ოთხშაბათი, 9 მარტი, 18:00 საათი, რუსთაველის თეატრი (მცირე დარბაზი)
საკონტაქტო ინფორმაცია:
• სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველოში, Sophie.Tchitchinadze@undp.org, 599 196907
• მაგდა ნოვაკოვსკა, UNDP საქართველოში, 598 822 544, Magdalena.Nowakowska@undp.org
• ელდარ პირმისაშვილი, eldarpr@gmail.com, 558 445566

*****

სტუდენტური კონკურსი და გენდერული თანასწორობის კამპანია „ჩემი რუსთაველი" #MyRustaveli:

2016 წელს საქართველო, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, აღნიშნავს შოთა რუსთაველის 850-ე წლისთავს. სტუნდენტური ნაშრომების კონკურსის მიზანია კიდევ ერთხელ გააცოცხლოს რუსთაველის ჰუმანური, პროგრესული და თანამედროვე იდეები და დღევანდელობას დაუკავშიროს „ვეფხისტყაოსანში" განხილული ზოგადსაკაცობრიო საკითხები, რომლებიც თანამედროვე საზოგადოების განვითარებას უკავშირდება - პიროვნულობა, თანასწორობა, მეგობრობა, ქალისა და კაცის ურთიერთობა როგორც ოჯახში, ასევე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

კონკურსის მონაწილეები ახლებურად გაიაზრებენ ერთიანობისა და თანასწორობის, მათ შორის გენდერული თანასწორობის იდეას, რომელიც ჯერ კიდევ რუსთაველის დროს განაპირობებდა საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სიძლიერეს და სახელმწიფოს ეფექტიან მმართველობას.

კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სოლიდური პრიზებით და შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ ოთხთვიანი სამუშაო პრაქტიკა საჯარო უწყებებსა და გაეროს განვითარების პროგრამაში (UNDP).

სტუდენტური ნაშრომების კონკურსის თემებია:

 

• ორი სამეფო ოჯახი, ორი ისტორია - თანასწორობის იდეა ინდოეთსა და არაბეთში
• პიროვნება, როგოც მთავარი ღირებულება „ვეფხისტყაოსანში"
• ავთანდილი და ფატმანი - გზა უარყოფიდან პატივისცემამდე
• ქალისა და კაცის მეგობრობა „ვეფხისტყაოსანში"

 

ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ განთავსებულია შემდეგ ვებ-გვერდებზე:

 

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში: http://www.ge.undp.org/ 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო: http://www.mes.gov.ge/ 
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო: http://www.culture.gov.ge/ 

 

 

*****
გაეროს ერთობლივი პროგრამა „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის საქართველოში "ხორციელდება შვედეთის მთავრობის დაფინანსებით. ამ პროგრამაში ჩართულია გაეროს სამი სააგენტო: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women). პროგრამის მეორე ეტაპი დაიწყო 2015 წელს და გაგრძელდება 2020 წლის ბოლომდე. მეტი ინფორმაცია იხილეთ გაეროს განვითარების პროგრამის ვებზე: http://bit.ly/1OXwel2 

 

წაკითხულია: 4763