პრესრელიზი
8 მაისი, 2008
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი: გიორგი სელიმაშვილი
ტელ: 75 82 97; 98 84 93
მობ: 899 42 77 37
ელ.ფოსტა: gselimashvili@legalaid.ge
ვებგვერდი: www.legalaid.ge
სწავლება იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლებისათვის
[PUBLICITY.GE] თბილისი, 8 მაისი, 2008 - ამერიკის იურისტთა ასოციაციის ორგანიზებით (ABA) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იურიდიული დახმარების სამსახურისა წარმომადგენლები 9-11 მაისს სასამართლო ადვოკატირების გაძლიერებულ კურსს გაივლიან. სწავლებაში მონაწილოებას მიიღებს იურიდიული დახმარების სამსახურის ბათუმის, მცხეთისა და რუსთავის ბიუროების ათი ადვოკატი, რომელთაგან ექვსი ტრენერთა მომზადების პროგრამას გაივლის და მსგვავს სწავლებას მომავალში სხვა იურისტებს ჩაუტარებს.
ამერიკის იურისტთა ასოციაცია (ABA) იურიდიული დახმარების სამსახურის ერთ-ერთი ძველი პარტნიორია. სწორედ ABA-ს მხარდაჭერით სამსახურის ყველა ადვოკატს ჩაუტარდა საბაზისო კურსი ადვოკატის უნარ-ჩვევებში. ამ ტიპის თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
###